უელსის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელი რობინ მაქბრაიდი 26 თებერვალს „ლე ბლუსთან“ გასამართი მატჩის წინ (თბილისის დროით 27 თებერვალს, 00:05 საათზე), საფრანგეთს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და დასძენს, რომ ამაში მათ კარდიფის ატმოსფერო დაეხმარება.
რობინ მაქბრაიდი: „ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია სტადიონის ატმოსფერო თითოეული მორაგბისათვის. „ლე ბლუსს“-ს გაერთიანებულ სამეფოში ჩამოსვლისას მეტი მოტივაცია ექნება და უფრო მეტი მონდომებით შეეცდება, რომ დაგვამარცხოს. კარდიფის ატმოსფერო საფრანგეთს გამარჯვებას მოუტანს“.
უელსმა ექვსი ერის პირველ ტურში ირლანდიასთან სტუმრად ფრედ ითამაშა და მერე შოტლანდია დაამარცხა. გი ნოვესის შეგირდებმა ორივე თამაში მოიგეს და ინგლისს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.
Planetrugby.com-ის პროგნოზი: „საფრანგეთი არ არის მზად დაამარცხოს ისეთი ნაკრები, როგორიც უელსია. ექსპერტები ვფიქრობთ, რომ „დრაკონები“ ამ მატჩს 8 ქულით მოიგებენ!“
ბოლო 10 დაპირისპირების შედეგი:
2015: საფრანგეთი -უელსი 13:20 (პარიზი)
2014: უელსი-საფრანგეთი27:6 (კარდიფი)
2013:საფრანგეთი-უელსი 6:16 (პარიზი)
2012:უელსი-საფრანგეთი 16:9 (კარდიფი)
2011:საფრანგეთი-უელსი 9:8 (ოკლენდი)
2011:საფრანგეთი-უელსი 28:9 (პარიზი)
2010: უელსი-საფრანგეთი 20:26 (კარდიფი)
2009:საფრანგეთი-უელსი 21:16 (პარიზი)
2008: უელსი-საფრანგეთი 29:12 (კარდიფი)
2007: უელსი-საფრანგეთი 7:34 (კარდიფი)
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია