ამბები

14:22 | 2.12.2012 | ნანახია 1134 - ჯერ

სამოამ დუბაის 7-კაცა მოიგო

მსოფლიო სერიას 7-კაცა რაგბიში ორი ეტაპის შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც ვერც ავსტრალიაში იპირველა და ვერც დუბაიში, მაგრამ მისი შედეგები ლიდერობის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ის მდევარ სამეულს 6 ქულით უსწრებს და მომავალშიც თუ გააგრძელა მე-2 ადგილის დაკავება, სერიის გამარჯვებულიც გახდება.
თუ ზელანდიელებს პირველ ჯერზე ფინალში ფიჯელებმა აჯობეს, ამჯერად მათ მეორე კუნძულელებმა, სამოელებმა სძლიეს. მთლიანობაში, დუბაის ეტაპზე რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და ისეთი გუნდები დაწინაურდნენ, რომელთა წინსვლაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ლიდერებს, მხოლოდ XIII ადგილს დასჯერდა ინგლისი, ავსტრალია მის ქვევით დარჩა, VII ადგილს ვერ ასცდა ავსტრალიის ეტაპის მომგები ფიჯი, სამაგიეროდ, III ადგილს შეწვდა კენია, კანადამ D ჯგუფი მოიგო და თასისთვის ბრძოლა პირველი დღის შემდეგ პორტუგალიამაც გააგრძელა.
A და B ჯგუფიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, თასის მერვედფინალში ფიჯი, კენია, ახალი ზელანდია და უელსი გავიდნენ.
C ჯგუფში სიტუაცია თავიდანვე აირია და ამით პორტუგალიამ იხეირა. პირველ ტურში ევროპელები სამოასთან მატჩს ფრედ ასრულებდნენ, მაგრამ კაცნაკლულებმა ლელო მაშინ გაუშვეს, როცა დრო უკვე ამოწურული იყო და 19:24 დამარცხდნენ. სამაგიეროდ, დამატებულ დროში მათ უკვე სამხრეთ აფრიკას გაუტანეს ლელო და 12:10 იმარჯვეს. გადამწყვეტ მატჩში ინგლისს პირველი ტაიმი მოუგეს, მეორეს დასაწყისში კიდევ უფრო დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ორი ლელო-გარდასახვა მიიღეს და მარცხდებოდნენ, დამატებულ დროში კი, ჯარიმით 22:21 მოიგეს და სამოასთან ერთად თასისთვის ბრძოლა განაგრძეს, ინგლისი და სამხრეთ აფრიკა კი, მესამე-მეოთხე ადგილზე ჩარჩნენ.
D ჯგუფში კანადამ სენსაცია მოახდინა. საფრანგეთის ძლევის შემდეგ, მან ავსტრალიას წაგებული თამაში შემოუტრიალა, მატჩის მიწურულს 2 ლელო გაუტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და ფრედ ითამაშა - 28:28, ხოლო ბოლო მატჩში აშშ-ს სძლია და თასისთვის ბრძოლა განაგრძო.
კანადას მე-2 ადგილით საფრანგეთი გაჰყვა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა ქულა დააგროვა, მაგრამ ეს მე-2 ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. საფრანგეთმა მეოთხედფინალში ფიჯის ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 8:5 აჯობა, აი კანადა კი, კენიასთან დამარცხდა.
საფრანგეთმა ნახევარფინალში პირველი ტაიმი სამოასაც მოუგო, მაგრამ ბოლოს დაღლა დაეტყო და ფინალურ სასტვენამდე წუთნახევრით ადრე ლელო გაუშვა, მერე მეორეც მიიღო და დამარცხდა.
ახალმა ზელანდიამ კენიას იოლად სძლია და ფინალში სამოას 3 ლელოც გაუტანა, მაგრამ თავად 4 მიიღო და პირველობა მეტოქეს დაუთმო.
მე-3 ადგილი კენიას ერგო, რომელიც ფიჯისთან და სამოასთან ერთად, ახალ ზელანდიას საერთო ცხრილში კვალში უდგას.
დუბაის ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, 51 ქულით, იაპონური წარმოშობის კანადელი ნათან ირაიამა გახდა, რომელმაც ზელანდიელ ტომასი კამას 4 ქულით აჯობა.
6-6 ლელო გაიტანეს ზელანდიელმა კურტ ბაკერმა, კენიელმა კოლინს ინჯერამ, ინგლისელმა დენ ნორტონმა და სამოელმა პაულ პერესმა.
მე-3 ეტაპს სამხრეთ აფრიკა 8-9 დეკემბერს უმასპინძლებს, რის შემდეგაც სერია უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან გაგრძელდება.   

2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
II ეტაპი (IX ეტაპად). დუბაი. 30 ოქტომბერი - 1 დეკემბერი
A ჯგუფი

ფიჯი - ესპანეთი 14:0
კენია - შოტლანდია 12:5
ფიჯი - შოტლანდია 22:14
კენია - ესპანეთი 10:7
ესპანეთი - შოტლანდია 12:7
ფიჯი - კენია 14:10
 

1 ფიჯი 3 3 0 0 50-24 9
2 კენია 3 2 0 1 32-26 7
3 ესპანეთი 3 1 0 2 19-31 5
4 შოტლანდია 3 0 0 3 26-46 3



B ჯგუფი
ახალი ზელანდია - უელსი 14:7
არგენტინა - რუსეთი 17:10
ახალი ზელანდია - რუსეთი 31:14
არგენტინა - უელსი 7:14
უელსი - რუსეთი 22:5
ახალი ზელანდია - არგენტინა 17:7
 

1  ახალი ზელანდია 3 3 0 0 62-28 9
2 უელსი 3 2 0 1 43-26 7
3 არგენტინა 3 1 0 2 31-41 5
4 რუსეთი 3 0 0 3 29-70 3



C ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 19:10
სამოა - პორტუგალია 24:19
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 10:12
სამოა - ინგლისი 17:19
ინგლისი - პორტუგალია 21:22
სამხრეთ აფრიკა - სამოა 5:10
 

1  სამოა 3 2 0 1 51-43 7
2 პორტუგალია 3 2 0 1 53-55 7
3 სამხრეთ აფრიკა 3 1 0 2 34-32 5
4   ინგლისი 3 1 0 2 50-58 5



D ჯგუფი
საფრანგეთი - კანადა 0:20
ავსტრალია - აშშ 19:12
საფრანგეთი - აშშ 17:14
ავსტრალია - კანადა 28:28
კანადა - აშშ 26:7
საფრანგეთი - ავსტრალია 7:0
 

1 კანადა  3 2 1 0 74-35 8
2 საფრანგეთი 3 2 0 1 24-34 7
3 ავსტრალია 3 1 1 1 47-47 6
4  აშშ 3 0 0 3 33-62 3



მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
ესპანეთი - აშშ 12:14
სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 25:12
ავსტრალია - შოტლანდია 14:29
არგენტინა - ინგლისი 24:14
თასის მეოთხედფინალები
ფიჯი - საფრანგეთი 5:8
სამოა - უელსი 19:7
კანადა - კენია 7:19
ახალი ზელანდია - პორტუგალია 28:7
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
ესპანეთი - რუსეთი 26:24
ავსტრალია - ინგლისი 12:40
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
აშშ - სამხრეთ აფრიკა 14:22
შოტლანდია - არგენტინა 5:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
ფიჯი - უელსი 5:27
კანადა - პორტუგალია 28:12
თასის ნახევარფინალები
საფრანგეთი - სამოა 5:12
კენია - ახალი ზელანდია 7:27
XIII ადგილისთვის
ესპანეთი - ინგლისი 5:26
IX ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 10:14
V ადგილისთვის
უელსი - კანადა 21:14
III ადგილისთვის
საფრანგეთი - კენია 12:15
ფინალი
სამოა - ახალი ზელანდია 26:15

საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ
ახალი ზელანდია - 38
ფიჯი - 32
კენია - 32
სამოა - 32
საფრანგეთი - 27
სამხრეთ აფრიკა - 24
არგენტინა - 21
უელსი - 18
კანადა - 17
ავსტრალია - 11
პორტუგალია - 11
ესპანეთი - 10
ინგლისი - 10
შოტლანდია - 8
აშშ - 7
ტონგა - 1
რუსეთი - 1
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.123761