ამბები

19:19 | 3.12.2012 | ნანახია 2510 - ჯერ

გოგონების შვიდქალა "იმერეთმა”” მოიგო

ქუთაისის “იმერეთის” გამარჯვებით დასრულდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი რაგბი-7-ში ქალთა გუნდებს შორის, რომელშიც 17 წლამდე ასაკის გოგონებით დაკომპლექტებული გუნდები ასპარეზობდნენ. ჩემპიონატი, ცხადია, რაგბის კავშირის ეგიდით გაიმართა. რეგლამენტით, გათამაშება 5 ტურად უნდა ჩატარებულიყო, თუმც მიზეზთა გამო მხოლოდ ორი ტური შედგა და ორივეს ქუთაისმა უმასპინძლა.
მეორე ტურში წარმომადგენლობა იგივე გახლდათ, რაც პირველში (ქუთაისი, ლანჩხუთი, სენაკი, ოზურგეთი, ხელვაჩაური), რომელიც გაზაფხულზე მოეწყო. აღსანიშნავია, რომ უწინდელივით, ჩემპიონატს თავი აარიდეს დედაქალაქურმა გუნდებმა.
პირველ ტურს ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა ქუთაისის “იმერეთისა” და ლანჩხუთის “გურიას” სახით. ვითარება არც დასკვნით ტურში შეცვლილა. ჩემპიონის ბედი სწორედ ქუთაისელ და ლანჩხუთელ გოგონათა დაპირისპირებისას გადაწყდა. დაძაბულ თამაშში “იმერეთმა” (მწვრთნელები რამაზ სვანაძე და ალეკო ნიქაბაძე) 20:10 დაამარცხა “გურია” (მწვრთნელები ავთანდილ ორმოცაძე და ნანა კაშია). ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ხელვაჩაურის “შტორმი” (მწვრთნელი ნათია ცინცქილაძე) გახდა.


იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142805