ამბები

12:29 | 9.12.2012 | ნანახია 1551 - ჯერ

ჟვანია და მჭედლიძე “ჩელენჯ ქაფზე” იგებენ

რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ “ემლინ ჩელენ ქაფის” III ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისათვის. ზურაბ ჟვანია და თამაზ მჭედლიძე თავ-თავიანთი გუნდების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ორივე მათგანის კლუბმა გამარჯვება მოიპოვა და განსაკუთრებით პარიზელებმა, პლეი ოფში გასვლისაკენ დიდი ნაბიჯიც გადადგეს.
A ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანმა”, რომელიც ფრანგულ დერბიში “ბორდოს” სტუმრობდა. ქართველი შუამარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გუნდებმა ლელოები 32-ედან 39-ე წუთამდე გაიტანეს - სტუმართა ორი ლელოს შუაში ერთი მასპინძლებმა მიითვალეს, სხვა მხრივ ქულები ჯარიმებით აგროვეს და “მონ დე მარსანმა” 20:13 იმარჯვა. ერთ კვირაში ქართველი ლეგიონერის გუნდი “ბორდოს” მასპინძლის რანგში დაუხვდება, მაგრამ პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაშიც კი, ჯამში პირველი ადგილის დაკავების და ჯგუფიდან გასვლის შანსი მიზერულია. მთავარი მაინც ისაა, რომ მჭედლიძე “ჩელენჯ ქაფზე” რეგულარულად თამაშობს და გამოცდილებას იღებს.
სასტარტო შემადგენლობაში იყო პირველხაზელი ზურაბ ჟვანიაც, რომელმაც 51 წუთი ითამაშა. მისი “სტად ფრანსე” იტალიას სტუმრობდა, “ჩელენჯ ქაფზე” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და V ჯგუფის ლიდერია. იტალიელებს ურიგოდ არ უთამაშიათ და ფრანგების ორ სწრაფ ლელოს ორი ლელოთივე უპასუხეს. ტაიმი სტუმრებმა 20:15 მოიგეს, მერე სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ მერე მაინც პარიზელებმა იმძლავრეს და 66-ე წუთამდე ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერეს. სულ ბოლოს გუნდებმა ლელოები გაცვალეს და თამაში 37:23 დასრულდა.
ერთ კვირაში “სტად ფრანსე” იტალიელებს უმასპინძლებს და დიდი ალბათობით კვლავა პრემიალური ქულით მოიგებს. თუ გრენობლმა ინგლისში ქულის აღება ვეღარ მოახერხა, “სტად ფრანსეს” პლეი ოფში გასვლა პრაქტიკულად განაღდებული ექნება.
IV ჯგუფში ბუქარესტში ფრანგული “აჟენი” 25:22 დაამარცხა “ბუქარესტმა”, რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ ტურაშვილი. რუმინეთის ნაკრების წევრმა შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ 72-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და ბოლო 8 წუთი მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, რუმინელები 53-ე წუთისთვის 22:8 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა 74-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეძლეს და მასპინძლებმა გამარჯვება ბოლოსწინა წუთზე გატანილი ჯარიმითღა მოიპოვეს.
“ჩელენჯ ქაფზე” კიდევ ერთი საინტერესო შედეგი დაფიქსირდა - ესპანურმა “გერნიკამ” იტალიურ “როვიგოს” უმასპინძლა და ის 13:3 დაამარცხა. IV ტურის თამაშები მომავალ კვირაში გაიმართება, ჯგუფიდან გამსვლელების ვინაობა კი, საბოლოოდ 2013 წელს გაირკვევა.  
 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები. ჯგუფური ეტაპი
6-8 დეკემბერი. ჯგუფური ეტაპი. III რაუნდი
I ჯგუფი

ბორდო - მონ დე მარსანი 13:20
ლონდონ აირიში - გლოსტერი 22:29
 

 

1 გლოსტერი (ინგლისი) 3 3 0 0 65-41 13
2  ლონდონ აირიში (ინგლისი) 3 2 0 1 134-71 11
3 მონ დე მარსანი (საფრანგეთი) 3 1 0 2 52-93 5
4  ბორდო (საფრანგეთი) 3 0 0 3 42-88 1



მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი
მონ დე მარსანი - ბორდო; გლოსტერი - ლონდონ აირიში

II ჯგუფი
უორსტერი - პერპინიანი 22:21
გერნიკა - როვიგო 13:3
 

 

1  უორსტერი (ინგლისი) 3 3 0 0 197-29 14
2 პერპინიანი (საფრანგეთი) 3 2 0 1 190-46 11
3 გერნიკა (ესპანეთი) 3 1 0 2 30-178 4
4 როვიგო (იტალია) 3 0 0 3 18-182 0


მომდევნო ტური. 15 დეკემბერი
როვიგო - გერნიკა; პერპინიანი - უორსტერი

III ჯგუფი
მოლიანო - ნიუპორტი 0:33
ბაიონი - უოსპსი 13:13
 

1 უოსპსი (ინგლისი) 3 2 1 0 110-50 12
2 ბაიონი (საფრანგეთი) 3 2 1 0 106-39 11
3 ნიუპორტი (უელსი) 3 1 0 2 77-60 6
4  მოლიანო (იტალია) 3 0 0 3 19-163 0

 

მომდევნო ტური. 13-16 დეკემბერი
უოსპსი - ბაიონი; ნიუპორტი - მოლიანო

IV ჯგუფი
ბუქარესტი - აჟენი 25:22
ბათი - კალვიზანო 67:11
 

1 ბათი (ინგლისი) 3 3 0 0 134-50 15
2  ბუქარესტი (რუმინეთი) 3 2 0 1 84-89 9
3 აჟენი (საფრანგეთი) 3 1 0 2 80-83 7
4  კალვიზანო (იტალია) 3 0 0 3 69-145 2

 



მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი
აჟენი - ბუქარესტი; კალვიზანო - ბათი

V ჯგუფი
გრენობლი - ლონდონ უელში 20:9
კავალიერ პრატო - სტად ფრანსე 23:37
 

1 სტად ფრანსე (საფრანგეთი) 3 3 0 0 133-67 14
2 გრენობლი (საფრანგეთი) 3 2 0 1 104-40 10
3 ლონდონ უელში (ინგლისი) 3 1 0 2 60-119 4
4 კავალიერ პრატო (იტალია) 3 0 0 3 57-128 2

 



მომდევნო ტური. 13-15 დეკემბერი
სტად ფრანსე - კავალიერი; ლონდონ უელში - გრენობლი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081134