ერთა თასი

20:05 | 26.02.2016 | ნანახია 1728 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: „ეს იქნება ყველაზე რთული თამაში“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი შალვა სუთიაშვილი თანხმდებიან, რომ ესპანეთთან მატჩი წელს გამართული შეხვედრებიდან ყველაზე რთული იქნება.

„ბორჯღალოსნებმა“ „მიხეილ მესხზე“ დღეს კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მანამდე კი, ჰეიგმა და სუთიაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: „ესპანეთის ნაკრებმა პირველი ორი თამაში რუსეთთან და რუმინეთთან 2-3 ქულით დათმეს და ეს მათ სიძლიერეზე მეტყველებს. ესპანეთის ნაკრები ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და სწრაფ რაგბის თამაშობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წელს ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე რთული თამაში. მეტოქემ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში 10-ზე მეტი მოთამაშე შეცვალა და მათ შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცი. ესპანეთს კარგი შეტევის სტრუქტურა აქვს, სახიფათო არიან კონტრშეტევებისას. მე არ მავიწყდება, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდში ესპანეთის ნაკრები ერთადერთია ერთა თასის გუნდებიდან, რომელთანაც დავმარცხდი“.

შალვა სუთიაშვილი: „ვერ ვიტყვი, რომ წინა თამაშები ადვილად მოვიგეთ. შესაძლოა, ანგარიშით ასე ჩანს, მაგრამ შერკინებას დიდი ჯაფა დაგვადგა და ამის ხარჯზე შევძელით წარმატების მიღწევა. ჩვენს სქემაში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, შევცალეთ სქემა და გვსურს ესპანეთთან ის თამაში ვაჩვენოთ, რისკენაც მივდივართ. შერკინებასთან ერთად, საქმეში ხაზიც მეტად უნდა ჩავრთოთ და მაყურებელს ისეთი სიამოვნება მივანიჭოთ, როგორსაც ექვსი ერის თამაშებიდან იღებენ. იმედია ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ მსოფლიო თასზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, დიდი ხანია რაც მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობთ, თამაშის ამ სისტემას ვხვეწთ და ეს შედეგზეც აისახება“.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი

საქართველო - ესპანეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ესპანეთი: 15. სერხიო ობანელი, 14. ხულენ გოია, 13. ფედერიკო კასტილიონი, 12. გარეთ გრიფითსი, 11. გოტიე მენგიონი, 10. დენ სნი, 9. პაბლო ხილი; 1. ფერნანდო ლოპესი, 2. ჯო ჰაჩინსონი, 3. ხერომ სივილი, 4. მანუელ მორა, 5. დავიდ ბარერა, 6. ხოსე-ლუის დელ ვაჯე, 7. ადამ ნიუტონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ჯონ ინსაუსტი, 17. ხუან ანაია, 18. ხავიერ სანსი, 19. დანიელ შტორი, 20. ოიერ გოია; 21. პაბლო ფონტესი, 22. ანტუან სანჩესი, 23. რაფაელ სანტიაგო.

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი

რუმინეთი - რუსეთი (16:00 საათი)

გერმანია - პორტუგალია (17:30 საათი)

1.

საქართველო

2

2

0

0

88:10

10

2

2.

რუმინეთი

2

2

0

0

60:32

9

1

3.

რუსეთი

2

2

0

0

68:40

9

1

4.

ესპანეთი

2

0

0

2

38:43

2

2

5.

პორტუგალია

2

0

0

2

17:68

0

0

6.

გერმანია

2

0

0

2

27:105

0

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087339