ამბები

12:04 | 10.12.2012 | ნანახია 1333 - ჯერ

7-კაცაშიც საფრანგეთი გაერია

სჩანს, საფრანგეთში რაგბის ოლიმპიური სახეობა 7-კაცასაც სათანადო ყურადღება მიაქციეს, რაც მსოფლიო სერიის შედეგებზე ნათლად აისახა. თუ პირველ ეტაპზე “მამლებმა” მე-6 ადგილი დაიკავეს და მეორეზე – მე-4, ამჯერად ფინალში ითამაშეს, მხოლოდ ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ და საერთო ჩათვლაშიც მე-2 ადგილზე არიან, ანუ დიდი რაგბის მსგავსად, საუკეთესოები არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და რეალურ კონკურენციას უწევენ სამხრეთელ ბობოლებს.
ახალმა ზელანდიამ წელს მესამედ ითამაშა სერიის ფინალში და თუ წინა ორ ჯერზე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, ამჯერად გამარჯვებული გახდა. “ოლ ბლექსმა” ფინალში ფრანგებს ორის საპასუხოდ შვიდი ლელო გაუტანა და 47:12 დაამარცხა. ფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა კურტ ბეიკერმა, რომელიც ჯამში საუკეთესო მელელოვეც გახდა (8 ლელო) და 40 ქულით საუკეთესო ბომბარდირის ტიტულსაც დაეუფლა.
მთლიანობაში, სამხრეთ აფრიკის ეტაპი არეული გამოდგა და მრავლად დაფიქსირდა სენსაციური ანგარიშები. A ჯგუფში, მომავალმა ფინალისტმა საფრანგეთმა ორი თამაში წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო, მაგრამ ორ-ორჯერ დამარცხდნენ ავსტრალია და სამოაც და ფრანგები თასის ნახევარფინალში გატანილ-გაშვებული ქულებით გავიდნენ. ჯგუფურ ეტაპზე მარცხი მხოლოდ სამხრეთ აფრიკას და პორტუგალიას არ უგემია, მაგრამ პორტუგალიას ფრანგებმა თასის ნახევარფინალში აჯობეს, ხოლო სამხრეთ აფრიკა ზელანდიელებმა ნახევარფინალში შეაჩერეს. ჯამში წაგება ყველა გუნდმა იგემა, მაგრამ აფრიკელები ერთი მარცხით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ, ხოლო ფრანგებმა სამი თამაში წააგეს და მასზე უკეთესი მეორე ადგილი დაიკავეს.
ახლა 7-კაცა სერიებში თითქმის ორთვიანი შესვენება გამოცხადდება და შემდეგი ეტაპი 2013 წლის თებერვალში ახალ ზელანდიაში გაიმართება.

2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
III ეტაპი (IX ეტაპად). სამხრეთ აფრიკა. 8-9 დეკემბერი
A ჯგუფი

სამოა - სამხრეთ აფრიკა 7:29
საფრანგეთი - ავსტრალია 31:5
სამოა - ავსტრალია 7:26
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა 5:12
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 17:7
სამოა - საფრანგეთი 12:7
 

 

1  სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 58-19 9
2  საფრანგეთი 3 1 0 2 43-29 5
3 ავსტრალია 3 1 0 2 38-55 5
4   სამოა 3 1 0 2 26-62 5



B ჯგუფი
ახალი ზელანდია - შოტლანდია 14:7
ფიჯი - ინგლისი 29:19
ახალი ზელანდია - ინგლისი 24:7
ფიჯი - შოტლანდია 19:21
შოტლანდია - ინგლისი 12:33
ახალი ზელანდია - ფიჯი 12:24
 

 

1 ფიჯი 3 2 0 1 72-52 7
2 ახალი ზელანდია 3 2 0 1 50-38 7
3  ინგლისი 3 1 0 2 59-65 5
4  შოტლანდია 3 1 0 2 40-66 5



C ჯგუფი
კენია - არგენტინა 21:17
უელსი - ესპანეთი 12:5
კენია - ესპანეთი 26:14
უელსი - არგენტინა 7:12
არგენტინა - ესპანეთი 21:14
კენია - უელსი 14:33
 

 

1  უელსი 3 2 0 1 52-31 7
2   არგენტინა 3 2 0 1 50-42 7
3 კენია 3 2 0 1 61-64 7
4 ესპანეთი 3 0 0 3 33-59 3



D ჯგუფი
პორტუგალია - აშშ 26:12
კანადა - ზიმბაბვე 26:0
პორტუგალია - ზიმბაბვე 17:12
კანადა - აშშ 12:26
აშშ - ზიმბაბვე 21:17
პორტუგალია - კანადა 28:7
 

1  პორტუგალია 3 3 0 0 71-31 9
2  აშშ 3 2 0 1 59-55 7
3  კანადა 3 1 0 2 45-54 5
4 ზინბაბვე 3 0 0 3 29-64 3

 


მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
ავსტრალია - ზიმბაბვე 24:14
კენია - შოტლანდია 19:17
კანადა - სამოა 21:36
ინგლისი - ესპანეთი 14:7
თასის მეოთხედფინალები
სამხრეთ აფრიკა - აშშ 17:7
უელსი - ახალი ზელანდია 5:35
პორტუგალია - საფრანგეთი 7:10
ფიჯი - არგენტინა 12:15
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
ზიმბაბვე - შოტლანდია 21:14
კანადა - ესპანეთი 12:29
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
ავსტრალია - კენია 24:21
სამოა - ინგლისი 15:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
აშშ - უელსი 19:26
პორტუგალია - ფიჯი 12:26
თასის ნახევარფინალები
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 5:12
საფრანგეთი - არგენტინა 10:7
XIII ადგილისთვის
ზიმბაბვე - ესპანეთი 0:33
IX ადგილისთვის
ავსტრალია - სამოა 26:14
V ადგილისთვის
უელსი - ფიჯი 26:14
III ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 35:0
ფინალი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 47:12

საერთო ცხრილი სამი ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია    60
2.    საფრანგეთი        46
3.    ფიჯი        44
4.    სამხრეთ აფრიკა    41
5.    სამოა        39
6.    კენია        37
7.    არგენტინა    36
8.    უელსი        31
9.    პორტუგალია        21
10.    ავსტრალია        19
11.    კანადა        18
12.    აშშ        17
13.    ინგლისი    15
14.    ესპანეთი    13
15.    შოტლანდია    9
16.    ზიმბაბვე    2
17.    რუსეთი    1
18.    ტონგა        1
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109718