ბატონო გიორგი, გილოცავთ FIRA-AER-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას.
შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ, რომ თქვენი მოვალეობა იქნება თურქეთის, საბერძნეთის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებთან ურთიერთობა. ასევე, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა სერიოზული საკითხების გადაწყვეტაში.
დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობა სასურველ შედეგს გამოიღებს.
თქვენი კოლეგები გია ჭუმბურიძე და ლაშა ხურციძე ასევე მიიღებენ უფრო აქტიურ მონაწილეობას FIRA-AER-ის მუშაობაში, მაგრამ მათ კონკრეტულ მოვალეობებს განსაზღვრავს FIRA-AER-ის აღმასრულებელი კომიტეტი უახლოესი სხდომის დროს.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით განახორციელებთ დაკისრებულ მისიას ზემოთხსენებულ ფედერაციებთან.
საუკეთესო სურვილებით,
FIRA-AER-ის პრეზიდენტი
ჟან-კლოდ ბაკე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია