ამბები

14:19 | 13.12.2012 | ნანახია 1539 - ჯერ

“ლელო” წელიწადს პირველ ადგილზე ასრულებს

თბილისის “ლელომ” ბათუმში წვიმის გამო გადადებული მატჩში “ბათუმი” 38:8 დაამარცხა, მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანა და ახალ წელს სატურნირო ცხრილის სათავეში შეხვდება.
წელს ლევან მაისაშვილის შეგირდები საუცხოო სეზონს ატარებენ. მან 12-იდან 11 თამაში მოიგეს, 7-ჯერ აიღეს პრემიალური ქულა, მხოლოდ ერთხელ, უახლოეს მდევარ და ქვეყნის ჩემპიონ “არმიასთან” დამარცხდნენ, თუმცა, მცირე სხვაობით მარცხისთვის იქაც შეძლეს პრემიალური ქულის აღება და არმიელებს 2 ქულით გაუსწრეს. წელს, მომავალ შაბათს კიდევ ერთი თამაში გაიმართება. რუსთავში “ხარები” X ტურის გადადებულ მატჩში თბილისის “არმაზს” დაუხვდება და სატურნირო ცხრილიც საბოლოო სახეს მიიღებს, რეგულარული პირველობა კი 2013 წლის 16 თებერვალს განახლდება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XII რაუნდი (გადადებული)
12 დეკემბერი. ოთხშაბათი
ბათუმი. ანგისა

ბათუმი (ბათუმი) - ლელო (თბილისი) 8:38
 

 

1 ლელო   12 11 0 1 353-146   52
2 არმია 12 11 0 1 312-176 50
3 აია 12 8 1 3 343-185   40
4 არმაზი 11 8 0 3 220-179 34
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 252-230 27
6 ჯიქები  12 5 0 7 210-222 26
7 ხარები 11 3 0 8 150-252 15
8   ბათუმი 12 3 0 9 191-297 14
9 აკადემია 12 3 0 9 111-320 14
10 ყოჩები 12 1 0 11 178-313 7



გადადებული. 15 დეკემბერი: ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076986