14 დეკემბრიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 9, 10 და 15 ნომრებისთვის სპეციალური სამდღიანი შეკრება მოეწყობა. ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ასისტენტობას სხვადასახვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და რაგბის აკადემიის მენეჯერი დონ კასკი გაუწევენ.
მილტონ ჰეიგმა სამდღიანი შეკრების საკმაოდ დატვირთული განრიგი შეადგინა. პრაქტიკული ვარჯიშების გარდა ბიჭებს თეორიული მეცადინეობაც ექნებათ, სადაც დეტალურად იქნება განხილული, აღნიშნულ პოზიციებზე მოთამაშეთათვის სხვადასხვა სათამაშო სიტუაციები.
შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 25 მორაგბეა გამოძახებული. მწვრთნელები შეამოწმებენ თითოეული მათგანის დღევანდელ ფიზიკურ ფორმას და იმუშავებენ მათი სათამაშო უნარების ამაღლებაზე.
შეკრებაზე გამოძახებულები არიან: ბიძინა სამხარაძე, რამაზ ჯინაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა ნადირაძე, ვასილ ლობჟანიძე, დავით გულითაშვილი, ლევან გოგია, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, რევაზ ბროძელი, გიორგი ბასილაია, გიორგი ტალახაძე, ირაკლი ყიასაშვილი, საბა ნიკოლავა, ბახვა კობახიძე, გიორგი აფციაური, იოსებ კიკვაძე, ბექა წიკლაური, ირაკლი სვანიძე, შავლეგ მახარაშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი ჭინჭარაული, გოდერძი ჭინჭარაული.
მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, ილია მაისურაძე, დონ კასკი, ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია