ამბები

19:27 | 15.12.2012 | ნანახია 1804 - ჯერ

“არმაზმა” რუსთავში იმარჯვა

თბილისის “არმაზმა” რუსთავში “ხარები” X რაუნდის გადადებულ მატჩში 19:12 დაამარცხა, მე-4 ადგილზე პოზიციები გაიმყარა და უახლოეს მდევარ “ლოკომოტივთან” უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა.
თბილისელებს გული მხოლოდ იმაზე თუ დაწყდებათ, რომ პრემიალური ქულა ვერ აიღეს. 7 ქულით მარცხისთვის პრემია ერგო “ხარებს”, მაგრამ ისინი საპლეიოფო მე-6 პოზიციას მთელი 10 ქულით ჩამორჩებიან, რის აღმოფხვრა რეგულარული პირველობის დარჩენილ ექვს ტურში ძლიერ გაუჭირდებათ. ახლა სატურნირო ცხრილმა XII რაუნდის შემდეგ საბოლოო სახე მიიღო და გათამაშება 2013 წლის 16-17 თებერვალს განახლდება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. X რაუნდი (გადადებული)
15 დეკემბერი. შაბათი
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) 12:19

 

1 ლელო 12 11 0 1 353-146 52
2  არმია 12 11 0 1 312-176 50
3 აია 12 8 1 3 343-185 40
4 არმაზი 12 9 0 3 239-191 38
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 252-230 27
6 ჯიქები 12 5 0 7 210-222 26
7 ხარები 12 3 0 9 162-271 16
8 ბათუმი 12 3 0 9 191-297 14
9 აკადემია 12 3 0 9 111-320 14
10 ყოჩები 12 1 0 11 178-313 7



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08608