ამბები

16:26 | 28.12.2012 | ნანახია 1824 - ჯერ

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მილოცვა

2012 წელი იყო დიდი გამარჯვების, დასანანი მარცხისა და ძირეული გარდაქმნის ხანა. საძირკველი ჩაეყარა მრავალ წამოწყებას, რაც სამომავლოდ ძალზედ წაადგება ქართულ რაგბს.
გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ჩემპიონატი გადავიდა შემოდგომა-გაზაფხულის გრაფიკზე, სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოვება საგაისოდ გადაიდო.
2013 წელს გველის ახალი შესარჩევი ციკლი, ზაფხულის ტურნე და შემოდგომის ტესტები. დასახულია ახალი მიზნები, გვაქვს ბევრი საგულისხმო ჩანაფიქრი და პროექტი.
დასასრულ, საქართველოს რაგბის კავშირი სარაგბო თემს და ქომაგებს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას და წინსვლას.

 

 

გიორგი ნიჟარაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082961