ამბები

15:07 | 31.12.2012 | ნანახია 1684 - ჯერ

ბასილაია დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიური “ედინბურგის” მესამეხაზელმა დიმიტრი ბასილაიამ ტრავმის შემდეგ ფორმა სრულად აღიდგინა და მოედანს დაუბრუნდა.
27 წლის ქართველმა ტრავმა დაახლოებით ორი თვის წინათ მიიღო. ორი კვირის წინ ის “ჰაინეკენის თასის” მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა, ახლა კი, “კელტების ლიგის” XII ტურში, შოტლანდიურ დერბიში “გლაზგოს” წინააღმდეგ შეცვლაზე 62-ე წუთიდან ითამაშა.
თამაშს 11225 მაყურებელი დაესწრო. პირველ ტაიმში “ედინბურგმა” მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა, თავად 2 ლელო და 2 ჯარიმა გაუშვა და ანგარიშში ჩამორჩა - 3:16.
55-ე წუთზე სტუმრებმა მე-3 ლელო გაიტანეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა ჯერ 59-ე, ხოლო შემდეგ 76-ე წუთზე მიითვალეს და ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ - 17:21.
ამრიგად, “ედინბურგს” 12 თამაშის შემდეგ 22 ქულა აქვს (4 მოგება, 8 მარცხი) და მე-9 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 იანვარს ირლანდიურ “ლენსტერს” დაუხვდება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078936