ბორჯღალოსნები

18:34 | 4.02.2016 | ნანახია 1085 - ჯერ

ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა

შაბათს 2016 წლის სანაკრებო სეზონი იწყება - 6 თებერვალს, 14 საათზე ბორჯღალოსნები ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის მორიგ სეზონში გერმანიას უმასპინძლებენ ავჭალის სტადიონზე.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. დღეს და ხვალ ბილეთები ავჭალის სტადიონის სალაროში 11-დან 19 საათამდე გაიყიდება, ხოლო მატჩის დღეს ბილეთები 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარი.

წლის პირველ მატჩამდე კი 48 საათზე ნაკლები დრო რჩება და დადგა სამატჩო რაზმის დასახელების დრო. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა გუნდი წინა კვირას შევარდენზე შეკრიბა და პირველი ორი შეხვედრისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა (ვრცლად)

დღეს კი ჰეიგმა 23 კაცა რაზმი დაასახელა, რომლითაც შაბათს გერმანიას დავუპირისპირდებით. შემადგენლობაში რამდენიმე პოზიციაზე ღჳრს ყურადღების გამახვილება რაზეც ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთა.

გერმანიასთან ბორჯღალოსნებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს, რომელსაც ეს პატივი და პასუხისგებლობა მერვედ ერგო. ბოლოს ეროვნულ ნაკრებს მინდორზე სუთიაშვილის 2015 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარუძღვა.

რაზმში ერთი ახალბედაა - რუსთაველი ბურჯი, მსოფლიო რაგბის 2015 წლის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, გიორგი მელიქიძე, რომელიც სტად ფრანსეს ესპუარებში თამაშობს და ხშირად ჩნდება პირველ გუნდშიც. დასაბამიდან იგი, 237-ე ბორჯღალოსანია - „როგორც ადრე ავღნიშნე, დიდი ხანია რაც მელიქიძეს ვაკვირდებით და მნიშვნელოვანად მიმაჩნია მისთვის შანსის მიცემა. იმედი მაქვს იგი ისევე გამორჩეულად ითამაშებს, როგორც ალაფაზე. აგრეთვე მას ასაკის მიხედვით 20 წლამდელთა მსოფლიოზეც უწევს თამაში და ტურნირისთვის უდიდეს გამოცდილებას დააგროვებს.“

შერკინებაში 8 ნომრად ‘მონდე მარსანისა’ და 20-წლამდე ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი - ბექა გორგაძე დაიწყებს - „მან შარშან უკვე ითამაშა თბილისის თასზე და მსოფლიო თასის შეკრებაზეც ივარჯიშა გუნდთან ერთად. აქედან გამომდინარე, მისთვის ეს გარემო უცხო არაა და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ იგი გაითავისებს თავის როლს და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს.“

შაბათის მატჩში დავით კაჭარავა ნამსახურობით - 88 კეპს დააგროვებს და დაეწევა აქამდელ ლიდერს, მეკო კვირიკაშვილს. მეკო ამ მატჩს გამოტოვებს, რადგან მაჯის ტრავმას იშუშებს - „მას მაჯის ოპერაცია გაუკეთს და ვფიქრობდით, რომ შაბათს ეთამაშა, მაგრამ მაინც არ გვარისკეთ, ვინაიდან ახლახანს განაახლა ვარჯიში. შემდეგ კვირაში მეკო მწყობრში უნდა იყოს.“

ასვე აღსანიშნავია, რომ გუნდის მეორე ვეტერანი, გიორგი ჩხაიძე მიითვლის 87-ე კეპს.

გამოძახებულთაგან სეზონის პირველივე მატჩში ვერ ვიხილავთ თამაზ მჭედლიძესა და მერაბ შარიქაძეს. ორივე ტრავმებს იშუშებენ. მჭედლიძემ ტოპ 14-ის ბოლო მატჩში ფეხის კუნთი გაიჭიმა, ხოლო შარიქაძეს კოჭი აწუხებს - „მჭედლიძესა და შარიქაძეს მცირე ტრავმები აქვთ და ვამჯობინეთ მათი დასვენება. დღესიმდგომარეობით ისინი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებენ.“

კაჭარავასთან ერთად ცენტრში ლაშა მალაღურაძე ითამაშებს - „მოცემულ მდგომარეობაში 12 ნომერზე ლაშა მალაღურაძე იდეალურ კანდიდატად მიმაჩნია. გარდა ამისა ჩვენ ადრეც მოვისაზრებდით მას ამ პოზიციაზე და ლაშასთან ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ. მსოფლიოზეც მან დაამტკიცა, რომ ბურთს კარგად ანაწილებს, შეტევაში და დაცვაშიც კარგად თამაშობს.“

სამატჩო რაზმი

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016 * გერმანია * შაბ 06/02 ავჭალა @ 14.00

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

23

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

14

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

5

:

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

87

17ლ [4 კაპ] სბ

12

ლაშა მალაღურაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

62

4ლ 29გ 25ჯ 3ა [162 ქ] 2სბ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

50

5ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

39

5ლ 4გ [33 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ დ 10]

1996

10

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

32

ლ სბ

2

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

35

3ლ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

16

ლ სბ

4

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

86

10ლ [1 კაპ] 6სბ

5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

54

9ლ 3სბ

6

შალვა სუთიაშვილი^კაპ

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

52

ლ [7 კაპ] 3სბ

7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

24

3ლ სბ

8

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996 2

სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

გიორგი აფციაური

არმია [საქ დ 10]

1994

14

:

22

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1995

1

:

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

40

2სბ

16

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991 19

7ლ 2სბ

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

16

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

0

:

19

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

15

2ლ სბ

20

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994 3

:

უფროსობა

მილთონ ჰეიგ

მთავარი მწვრთნელი

[ზელ]

ლევან მაისაშვილი

მწვრთნელი

მაიქლ ბრედლი

მწვრთნელი

[ირლ]

ილია მაისურაძე

მწვრთნელი

ირაკლი ხუნდაძე

მენეჯერი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095573