6 ერი

11:36 | 26.02.2016 | ნანახია 2366 - ჯერ

მარკ ბენეტი: “შოტლანდია მომდევნო სამ მატჩს მოიგებს!”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების შუამარბი მარკ ბენეტი საკუთარ ნაკრებს ექვსი ერის მომდევნო სამ შეხვედრაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.

ვერნ კოტერის შეგირდები 27 თებერვალს იტალიას, 13 მარტს საფრანგეთს, ხოლო 19-ში ირლანდიას ეთამაშებიან. აქამდე გამართულ შეხვედრებში სქოთები ინგლისთან 9:15, ხოლო უელსთან 23:27 დამარცხდნენ და ცხრილში ამ დროისთვის მე-5 ადგილს იკავებენ.

მარკ ბენეტი: „დარწმუნებული ვარ შოტლანდია მომდევნო სამ მატჩს მოიგებს. ერთ მიზეზსაც კი ვერ ვხედავ, თუ რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს. საკუთარი თავის გვწამს და 27 თებერვალს ამას ყველას დავუმტკიცებთ“.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას საფრანგეთი 2006 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია, იტალიასთან გამართული ბოლო 10 შეხვედრის შედეგები კი, ასეთია:

2011(აგვისტო): შოტლანდია - იტალია 23:12

2012(მარტი): იტალია - შოტლანდია 13:6

2013(თებერვალი): შოტლანდია- იტალია 34:10

2013(ივნისი): შოტლანდია -იტალია 30:29

2014( თებერვალი): იტალია-შოტლანდია 20:21

2015(თებერვალი): შოტლანდია-იტალია 19:22

2015(აგვისტო): იტალია-შოტლანდია 12:16

2015(აგვისტო): შოტლანდია-იტალია 48:7

იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა რომში, თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:39 | 26.02.2016
DataN24 (215)

არა გამორიცხული მართლა მოიგონ მსოფლიოზე რაც ამათმა ავსტრალიასთან ითამაშეს მას მერე არ გამიკვირდება

12:54 | 26.02.2016
BEERTRANCE (1073)

იტალიას მოუგებენ, მარა აი ფრანგებთან და ირლანდიასთან რა ვიცი.

14:11 | 26.02.2016
Paata Chania (16)

იატლიას სადღაც 15 ქულით მოუგებენ ჩემი აზრით და ფრანგებსაც მოუგებენ ირალანდიასთან მეეჭვება

16:43 | 26.02.2016
BEERTRANCE (1073)

ფრანგებთან ასე მგონია რო პრემიალურით წააგებენ.

13:59 | 26.02.2016
Alexandre74 (13)

მეც ასე მგონია.იტალიას დაამარცხებენ.დანარჩენი ორი მატჩისა რა მოგახსენოთ

0.108383