რაგბში ექვსი ერის თასის გათამაშებაში, შესაძლოა, ქულათა დარიცხვის ბონუსური სისტემა დაინერგოს. აღნიშნულის შეხახებ Planet Rugby იუწყება. ამჟამად, ტურნირის მონაწილე ქვეყნები ფორმატის შემოღებაზე ფიქრობენ, რომლის თანახმადაც 4 ლელოს დადებისთვის და 7 ან ნაკლები ქულით მარცხისთვის, გუნდები დამატებით ქულას მიიღებენ.
ცნობისთვის, ექვსი ერის თასი ერთადერთ მნიშვნელოვან ტურნირად რჩება, სადაც აღნიშნული სისტემა დანერგილი არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ წლეულს ექვსი ერი სტარტს 2-3 თებერვალს აიღებს და პირველ ტურში ერთმანეთს უელსი-ირლანდია, ინგლისი-შოტლანდია და იტალია-საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია