საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ერთა თასის დებიუტანტ ბელგიასთან, პირველი ტაიმის შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით მარცხდება - 3:10.
მატჩის დებიუტშივე ამტყდარი ჩხუბის გამო, იტალიელმა რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა. “ბორჯღალოსნებიდან” ეს, პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი იყო. მილტონ ჰეიგმა ლევან ჩილაჩავა დიმიტრი ბასილაიას ნაცვლად შეიყვანა.
საწყის 20-25 წუთში ქართველები უპირატესობას ფლობდნენ, ჯარიმებს კარში არ ურტყამდნენ და ლელოზე თამაშობდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ვერ მოახერხეს. მერე კი, ბელგიელებმა თავისი ნახევარიდან დაწყებული იერიში ლელოთი დააგვირგვინეს და გარდასახვაც გამოიყენეს. მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, ტაიმის ბოლომ მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა, ვიტო კოლელიშვილი სინბინით დაისაჯა, ბელგიამ კი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევრის შედეგი დააფიქსირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია