ერთა თასი

0:23 | 26.02.2016 | ნანახია 1854 - ჯერ

„ასეთ გუნდებს ადვილად უნდა ვაჯობოთ“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები ესპანეთისგან სწრაფ და გაშლილ თამაშს ელიან, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვება „ბორჯღალოსნებს“ დარჩებათ.

ესპანელებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ ტურში ჯერ სოჭში რუსეთს და მერე მადრიდში რუმინეთს დიდი ბრძოლები გაუმართეს. ორივე თამაშს ბოლო წუთებამდე იგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და სოჭში 20:22, ხოლო მადრიდში 18:21 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ რუმინეთთან ნაბრძოლი შემადგენლობიდან, მწვრთნელმა 16 მოთამაშე შეცვალა და საქართველოსაც ფაქტობრივად უცნობ გუნდთან მოუწევს შეხვედრა.

„მიხეილ მესხზე“ თამაში 27 თებერვალს, 17 საათზე დაიწყება, „ბორჯღალოსანთა“ მოლოდინი კი, ასეთია:

მერაბ კვირიკაშვილი: „ვფიქრობ, მომავალი თამაში მაღალ ტემპში ჩაივლის. ესპანეთს ფაქტობრივად ახალი გუნდი მოყავს, მაგრამ ჩვენ მათ დავუპირისპირებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება. გავიმარჯვებთ! ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ასეთ გუნდებს ადვილად ვაჯობოთ“.

გიორგი ნემსაძე: „განვლილ დღეებში ვმუშაობდით იმ კომბინაციების დახვეწაზე, რომლითაც წინა ორი შეხვედრა მოვიგეთ. მათი უმეტესობა კარგად გამოგვდიოდა და ახლა ყველაფერი კიდე უკეთ უნდა იყოს. მომავალ თამაშს მცირე ტაქტიკური ცვლილებებით ვხვდებით, თუმცა ძირითადად იგივე სისტემით შევუტევთ“.

ლაშა ლომიძე: „ესპანეთი უხერხული მეტოქეა, რომელიც საკმაოდ კარგი შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. ისინი სწრაფად თამაშობენ და ბურთს კარგად შლიან. ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და დავჯაბნოთ როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. რა თქმა უნდა მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვებაა და თუ საშუალება გვექნება, ბონუს-ქულასაც ავიღებთ. ველით გულშემატკივარის გვერდში დგომა. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია და მაქსიმუმს გავიღებთ მათი იმედების გასამართლებლად“.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი

საქართველო - ესპანეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რუმინეთი - რუსეთი (16:00 საათი)

გერმანია - პორტუგალია (17:30 საათი)

1.

საქართველო

2

2

0

0

88:10

10

2

2.

რუმინეთი

2

2

0

0

60:32

9

1

3.

რუსეთი

2

2

0

0

68:40

9

1

4.

ესპანეთი

2

0

0

2

38:43

2

2

5.

პორტუგალია

2

0

0

2

17:68

0

0

6.

გერმანია

2

0

0

2

27:105

0

0

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:07 | 26.02.2016
Paata Chania (16)

პრემია აუცილებლად მინიმუმ

12:57 | 26.02.2016
BEERTRANCE (1073)

პრემიალურით მოგება მინიმუმ.

0.111824