საფრანგეთი პრო დ2

22:07 | 25.02.2016 | ნანახია 1280 - ჯერ

ვის ველოდოთ პრო დ2-ში

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი შაბათ-კვირა ევროპაში სანაკრებო თამაშებისაა, 25-28 თებერვალს საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში მე-20 ტურის თამაშები გაიმართება. მას დააკლდებიან ის „ბორჯღალოსნები“, რომლებიც ესპანეთთან სათამაშოდ ემზადებიან, თუმცა კლუბებში კვლავაც დარჩნენ საკმარისი ოდენობის ქართველები.

დღეს ღამით, თბილისის დროით 23:45 საათზე გათამაშების უპირობო ლიდერი „ლიონი“ შინ მეოთხე ადგილოსან „ორიაკ“-ს დაუპირისპირდაბა. სტუმართა რიგებში თამაშს ძირიდათ შემადგენლობაში დაიწყებს მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე სანაკრებო შკრებაზეა, ხოლო ბურჯები ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი), გიორგი შარაშიძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორივე ორიაკი) განაცხადში არ არიან.

26 თებერვალს პლეიოფში ადგილისთვის მებრძოლი „ალბი“ შინ „ტარბ“-ს დაუხვდება. თავის მხრივ, სტუმრები გასავარდნო ზონის სიახლოვეს არიან და მათაც არა აქვთ ფეხის დაცდენის უფლება. შეხვედრას ძირითადში დაიწყებს ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ხოლო ბექა შეყლაშვილი (ალბი) მარქაფშია.

„ბეზიე“ „ბიარიცს“ მიიღებს. ლაშა ლომიძე (ბეზიე) სანაკრებო შეკრებაზეა და თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

„მონ დე მარსანი“ ცხრილში მეზობელ ,“ბურგუენს“-ს შეხვდება და მესამეხაზელი ბექა გორგაძე ასევე სანაკრებო შეკრებაზეა გამოძახებული.

დაძაბული შეხვედრის მოლოდინია მარსელში, სადაც ბოლო ადგილზე მყოფი „ექს“-ი მასზე ერთი ადგილით წინ მყოფ „დაქს“-ს უმასპინძლებს. „ექს“-ელი გიორი ზაქაშვილი თამაშს ძირითადში დაიწყებს, ხოლო ელიზბარ ყუფარაძე განაცხადში ამჯერადაც არ არის.

დღის სხვა ორ შეხვედრაში „ნარბონი“ „მონტობანს“, ხოლო „პერპინიენი“ „კარკასონს“-ს უმასპინძლებს. „ნარბონ“-ის შემადგენლობაში ძირითადშია ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე. ტური 28 თებერვალს დასრულდება და ანტონ ფექირიშვილის „ბეიონი“ შინ „კოლომიე“-ს დაუხვდება.

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077098