საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გუნდის იმ სასტარტო შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინ ბელგია ბრიუსელში დიდი გაჭირვებით, 17:13 დაამარცხა, ხუთი ცვლილება განახორციელა.
შეგახსენებთ, 9 თებერვალს, 15:00 საათზე, ვაკის “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე “ბორჯღალოსნები” 2013 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიას დაუხვდებიან. წინა თამაშისგან განსხვავებით, ფულბეკად (15 ნომერი), ბექა წიკლაურის ნაცვლად, ლაშა ხმალაძე დადგება, რაც ექსპერიმენტული გადაწყვეტილებაა, რადგან ხმალაძე ამპლუით 10 ნომერია, თუმცა, მსგავსი ექსპერიმენტი 2011 წლის მსოფლიო თასზეც განხორციელდა.
უკანა ხაზში კიდევ ორი ცვლილება მოხდა. გარემარბ ალექსანდრე თოდუას ნაცვლად ირაკლი მაჩხანელი ითამაშებს, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ირაკლისთვის ეს მე-60-ე მატჩია ნაკრების მაისურით და ის პირველად გაიყვანს გუნდს მოედანზე კაპიტნის რანგში. შეგახსენებთ, ირაკლი აბუსერიძის გამოკლების შემდეგ, ნაკრების სამკლავური ბრიუსელში გიორგი ჩხაიძემ მოირგო, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან, ნაკრებს მაჩხანელი უკაპიტნებს. შუამარბად, მრავლისმნახველ დავით კაჭარავას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში, ასევე გამოცდილი თედო ზიბზიბაძე დადგება.
შერკინებაში ორი ცვლილელაბაა და ორივე იძულებითი. დისკვალიფიცირებული დავით ქუბრიაშვილის ნაცვლად, რომელსაც ბელგიასთან თამაში წითელი ბარათის გამო, ეგრეც არ მოუწია, სასტარტოში დავით ზირაქაშვილი გამოჩნდა, რომელიც “ბორჯღალოსნებს” ბელგიასთან ტრავმის გამო დააკლდა. ვარჯიშზე დაშავდა მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი და მწვრთნელი მის ნაცვლად შალვა სუთიაშვილს დააყენებს. წინა თამაშისგან განსხვავებით, სათადარიგოთა შორის ლევან ჩილაჩავას ადგილს, ირაკლი მირცხულავა დაიკავებს, ხოლო გიორგი ფრუიძის ნაცვლად, განაცხადში ირაკლი ყიასაშვილი მოხვდა. სათადარიგოთა შორის გამოჩნდა ვახტანგ მაისურაძეც.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი. 15 საათი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი
1. რუმინეთი 1 1 0 0 19-13 4
2. საქართველო 1 1 0 0 17-13 4
3. რუსეთი 1 1 0 0 13-9 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 9-13 1
5. ბელგია 1 0 0 1 13-17 1
6. პორტუგალია 1 0 0 1 13-19 1
23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია