ამბები

15:51 | 9.02.2013 | ნანახია 2723 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” მცირედით იგებენ

ერთა თასის მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთან შორის  ქართველთა უდიდესი უპირატესობით დაიწყო. ერთი-ორი რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად ითამაშა, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მეტოქეს გასცდა და უკვე მე-3 წუთის მიწურულს პირველი ლელო გაიტანა. მერაბ კვირიკაშვილმაც ზუსტად გარდასახა და 7:0.
სტუმრებმა მალევე შეამცირეს სხვაობა, მათ მე-8 წუთზე ჯარიმა გამოიყენეს – 7:3.
საერთოდაც დროის ამ მონაკვეთში პორტუგალიელები ძალიან გააქტიურდნენ და მიეძალენ მასპინძლებს, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ორივე გუნდს ჰქონდა ლელოს გატანის არცთუ ურიგო მომენტები, თუმცა ვერცერთმა გამოიყენა და შესაბამისად, არც ანგარიში შეცვლილა.  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084538