საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალია 25:12 დაამარცხა.
მიმდინარე წელს, “ბორჯღალოსნებმა” “ერთა თასზე” ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა სტუმრად ბელგიას აჯობეს - 17:13.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს, სოჭში, რუსეთთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია