ერთა თასი

19:34 | 25.02.2016 | ნანახია 1268 - ჯერ

ერთი ცვლილება ესპანეთისთვის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 27 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც ორი კვირის წინ პორტუგალია ლისაბონში დაამარცხა (29:3).

სასტარტო 15-ეულში, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა მატჩამდე 48 საათით ადრე გამოაქვეყნა, მხოლოდ ერთი ცვლილებაა და ისიც ტრავმითაა გამოწვეული. მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ტრავმის გამო გერმანიასთან შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ლისაბონში ითამაშა, კუნთი აქვს გაჭიმული და მის ნაცვლად შუამარბის პოზიციაზე თამაზ მჭედლიძე დადგება, რომლისთვისაც ეს პოზიცია უცხო არაა. გარემარბის გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი აფციაური დაიკავებს, რომელიც პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა.

შედეგად, სათადარიგოთა სკამზე ადგილი გათავისუფლდა და მას „ლელო-სარასენსის“ მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი დაიკავებს, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო კეპი იქნება. ჭეიშვილი გარკვეული პერიოდი საფრანგეთის ფედერალ 1-ში თამაშობდა, ორჯერ მოირგო „მზარდი საქართველოს“ კვართი, სეზონის წინ სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი გარჯით ნაკრებში მოხვედრაც დაიმსახურა.

ამ თამაშში ორი მორაგბე - მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა 90-ე კეპს მოიხვეჭს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაისად 100-იან ზღვარს გადააბიჯებენ. მათზე ერთით ნაკლები კეპი აქვს ვეტერან მეორეხაზელ გიორგი ჩხაიძეს.

ერთა თასის მესამე ტურის მატჩი „მიხეილ მესხზე“ 17 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა „ლომებს“ თბილისში ბოლო ორი სტუმრობისას ვაკეში 60:0 (2011) და 61:18 (2013) სძლიეს. სულ „ბორჯღალოსნებს“ „ლომები“ 12-ჯერ ყავთ დამარცხებული, 3-ჯერ თავად დამარცხდნენ და ერთხელაც ფრედ ეთამაშნენ.

„წელს ერთა თასზე ვისთანაც ვითამაშეთ, მათგან ესპანეთი ყველაზე რთული მეტოქეა. მათ ორი ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს რუსეთთან (20:22) და რუმინეთთან (18:21) და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი გუნდია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს - გვინდა მუდმივად ვაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით თბილისში, ჩვენი ერთგული ქომაგის წინაშე! ორიოდ დაშავებული მორაგბე გვყავს და მათ კონდიციას ვაკვირდებით. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულ პოზიციაზე საკმარისად გვაქვს სიღრმეები და ვინც არ უნდა ითამაშოს თავსა და ქვეყანას პატივით წარადგენს“ - თქვა გუნდის ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი

საქართველო - ესპანეთი

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რუმინეთი - რუსეთი (16:00 საათი)

გერმანია - პორტუგალია (17:30 საათი)

1.

საქართველო

2

2

0

0

88:10

10

2

2.

რუმინეთი

2

2

0

0

60:32

9

1

3.

რუსეთი

2

2

0

0

68:40

9

1

4.

ესპანეთი

2

0

0

2

38:43

2

2

5.

პორტუგალია

2

0

0

2

17:68

0

0

6.

გერმანია

2

0

0

2

27:105

0

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:49 | 25.02.2016
Paata Chania (16)

შემოგვიერთდით ფეისბუქზე stripslashes((strlen('https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?ref=hl')>0?' https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?ref=hl':' https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?ref=hl'))

20:48 | 25.02.2016
Paata Chania (16)

წარმატებები ბიჭებო .

19:56 | 25.02.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.087041