ამბები

12:04 | 11.02.2013 | ნანახია 1233 - ჯერ

7-კაცა სამხრეთელების სპორტია

რაგბის საერთაშორისო საბჭოს 7-კაცა რაგბი სერიებში აგერ უკვე ხუთი ეტაპი გაილია, ანუ, ტურნირის ნახევარზე მეტი, და საერთო ჩათვლის მოწინავე ოთხეულს სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები შეადგენენ.
ძირითადად ასე ხდება, თუ რომელიმე ევროპულმა ნაკრებმა, უმეტესად ინგლისმა, რაიმე სენსაცია არ გამოაცხო, ეტაპის მოსაგებად სამხრეთელები იბრძვიან და ასე მოხდა ამჯერადაც. ფინალში ერთი გუნდი, რაღა თქმა უნდა, ახალი ზელანდია იყო, რომელმაც ხუთიდან ოთხ გადამწყვეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის წინ კი, ამჯერად სამხრეთ აფრიკა წარსდგა.
სჩანს, ზელანდიელებს ფინალისადმი რაღაც კომპლექსი აქვთ და მათ ოთხიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. ასე იყო ამჯერადაც. აფრიკელებმა პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს, მეორე ტაიმის დასაწყისში - კიდევ ერთი, და რადგან ყველა გარდასახვა ზუსტი იყო, 35:0 დაწინაურდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ზელანდიელებმა ქულების აღება, სამი ლელო გაიტანეს, ერთი თავადც მიიღეს და 21:40 დამარცხდნენ. სამხრეთ აფრიკამ 7-კაცა სერიის წლევანდელ გათამაშებაში პირველად მოახერხა ეტაპის მოგება და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილამდე დაწინაურდა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ “ოლ ბლექსი” მდევრებთან უპირატესობას ნელ-ნელა ზრდის და მისი დამწევი უკვე აღარავინ ჩანს.
სამხრეთ აფრიკამ და ზელანდიამ ნახევარფინალში სამოა და ფიჯი დაამარცხეს, თანაც, გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე შემთხვევაში დამატებითი დრო გახდა საჭირო. დამარცხებულ გუნდებს მესამე ადგილოსნის გამოსავლენადაც დამატებითი დრო დაჭირდათ და აქ სამოამ იმძლავრა. მეხუთე ადგილს კანადა დაეუფლა, რომელმაც V-VIII ადგილების ნახევარფინალში მასპინძელ აშშ-ს ასევე დამატებით დროში მოუგო, მერე კი, შოტლანდიას აჯობა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 52 ქულით ავსტრალიელი ლიუის ჰოლანდი გახდა, რომელმაც 8 ლელოთი საუკეთესო მელელოვის ტირულიც მოიპოვა.
7-კაცა სერიის მომდევნო ეტაპს 22-24 მარტს ჰონკონგი უმასპინძლებს.

2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
V ეტაპი (IX ეტაპად). აშშ. ლას ვეგასი. 8-10 თებერვალი
A ჯგუფი
ინგლისი - ფიჯი 17:26
შოტლანდია - პორტუგალია 12:10
ინგლისი - პორტუგალია 5:21
შოტლანდია - ფიჯი 12:14
ფიჯი - პორტუგალია 21:14
ინგლისი - შოტლანდია 0:14

 

1 ფიჯი 3 3 0 0 61-43 9
2 შოტლანდია 3 2 0 1 38-24 7
3 პორტუგალია 3 1 0 2 45-38 5
4 ინგლისი 3 0 0 3 22-61 3


B ჯგუფი
კენია - კანადა 12:19
სამხრეთ აფრიკა - ურუგვაი 45:0
კენია - ურუგვაი 12:7
სამხრეთ აფრიკა - კანადა 17:5
კანადა - ურუგვაი 36:0
კენია - სამხრეთ აფრიკა 5:15

 

1 სამხრეთ აფრიკა 3 3 0 0 77-10 9
2 კანადა 3 2 0 1 60-29 7
3 კენია 3 1 0 2 29-41 5
4 ურუგვაი 3 0 0 3 7-93 3

 

C ჯგუფი
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 21:0
არგენტინა - უელსი 7:17
ახალი ზელანდია - უელსი 40:5
არგენტინა - საფრანგეთი 14:12
საფრანგეთი - უელსი 14:17
ახალი ზელანდია - არგენტინა 17:5

 

1 ახალი ზელანდია 3 3 0 0 78-10 9
2 უელსი 3 2 0 1 39-61 7
3 არგენტინა 3 1 0 2 26-46 5
4 საფრანგეთი 3 0 0 3 26-52 3


D ჯგუფი
სამოა - ესპანეთი 19:12
ავსტრალია - აშშ 26:7
ავსტრალია - ესპანეთი 14:24
სამოა - აშშ 12:7
სამოა - ავსტრალია 28:7
ესპანეთი - აშშ 7:22

 

1 სამოა 3 3 0 0 59-26 9
2 აშშ 3 1 0 2 36-45 5
3 ავსტრალია 3 1 0 2 47-59 5
4 ესპანეთი 3 1 0 2 43-55 5


მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
პორტუგალია - ესპანეთი 0:12
არგენტინა - ურუგვაი 24:0
ავსტრალია - ინგლისი 21:26
კენია - საფრანგეთი 17:21
თასის მეოთხედფინალები
ფიჯი - აშშ 21:19
ახალი ზელანდია - კანადა 17:0
სამოა - შოტლანდია 12:5
სამხრეთ აფრიკა - უელსი 26:0
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
პორტუგალია - ურუგვაი 5:7
ავსტრალია - კენია 38:7
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
ესპანეთი - არგენტინა 12:21
ინგლისი - საფრანგეთი 7:40
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
აშშ - კანადა 19:24
შოტლანდია - უელსი 35:14
თასის ნახევარფინალები
ფიჯი - ახალი ზელანდია 14:19
სამოა - სამხრეთ აფრიკა 7:12
XIII ადგილისთვის
ურუგვაი - ავსტრალია 0:41
IX ადგილისთვის
არგენტინა - საფრანგეთი 12:17
V ადგილისთვის
კანადა - შოტლანდია 22:5
III ადგილისთვის
ფიჯი - სამოა 31:36
ფინალი
ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 21:40

საერთო ცხრილი ხუთი ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია    96
2.    სამხრეთ აფრიკა    73
3.    სამოა        71
4.    ფიჯი        66
5.    საფრანგეთი        59
6.    კენია        57
7.    არგენტინა    53
8.    უელსი        44
9.    ინგლისი    42
10.    კანადა        39
11.    ავსტრალია        35
12.    შოტლანდია    33
13.    აშშ        28
14.    პორტუგალია        23
15.    ესპანეთი    23
16.    ტონგა        3
17.    ირუგვაი    2
18.    ზიმბაბვე    2
19.    რუსეთი    1

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118987