ამბები

18:17 | 11.02.2013 | ნანახია 2797 - ჯერ

პორტუგალიამ ვერაფერი შეგვმატა, რუსთა ძლევა დაფასდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიის ნაკრების 25:12 დამარცხებით საკუთარ რეიტინგს ვერაფერი შემატა. ამის მიზეზი ის იყო, რომ “ბორჯღალოსნები” მეტოქეს დიდი უპირატესობით უსწრებდნენ.
სამაგიეროდ, ყოველკვირეულ რეიტინგზე აისახება 23 თებერვალს სოჭში გამართული მატჩის ნებისმიერი შედეგი, რომელშიც რუსეთის ნაკრები საქართველოსას უმასპინძლებს. წმინდა რეიტინგის თვალსაზრისით თუ ავიღებთ, უმჯობესი იყო, “დათვები” რუმინეთთან არ დამარცხებულიყვნენ და ამ შემთხვევაში მატება ბევრად მეტი იქნებოდა. ახლა კი, მცირე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ნამატი 0,81 ქულა იქნება, ხოლო 15 ქულაზე მეტით გამარჯვება 1,22 ქულად დაფასდება.
“ბორჯღალოსნებს” ქულები კი შეემატებათ, მაგრამ ეს სარეიტინგო წინსვლას არ გამოიწვევს და უბრალოდ აშშ-სთან ჩამორჩენა შემცირდება. ერთა თასზე რუმინეთთან განცდილი მარცხისთვის (14:29) რუსებმა 0,62 ქულა დაკარგეს და მე-20 საფეხურამდე დაქვეითდნენ. ამდენივე ქულა მიიღო რუმინეთმა, რომელმაც მე-18 პოზიციაზე ადგილი გაიმყარა, მაგრამ საქართველოსთან სხვაობა შემცირდა. ესპანეთმა ბელგიასთან ფრედ 21:21 რომ ითამაშა, სარეიტინგო ქულებს მხოლოდ 0,05 ქულა შემატა და მათი წინსვლა რუსების მარცხმა განაპირობა. საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა ბელგიამ.
გასულ შაბათ-კვირას გამართულმა ექვსი ერის თამაშებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მოწინავე გუნდებში. ინგლისმა ირლანდიას სტუმრად 12:6 რომ მოუგო, რეიტინგს 1,04 ქულა მიიღო, მე-4 პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა და ავსტრალიასთან ჩამორჩენა 1,93 ქულამდე დაიყვანა. სარეიტინგო ქულები დაკარგა ირლანდიამაც, მაგრამ მე-6 პოზიცია შეინარჩუნა. გასულ კვირაში ყველაზე მეტი ქულა საფრანგეთის ნაკრებმა დაკარგა - 1,93. ეს იმიტომ, რომ ისინი უელსთან პარიზში 6:16 შერცხვნენ.
მიუხედავად ამისა, ფრანგებმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს, აი უელსელებს კი, თითქმის ორქულიანმა მატებამ სამი ადგილით წინსვლის საშუალება მისცა და მე-7 საფეხურამდე აღზევდა. ორი ადგილით დაწინაურდა შოტლანდია, რომელმაც იტალიას 34:10 აჯობა და იტალიასთან ერთად ტონგაც მოიტოვა. ახლა ნაკრებები ორი კვირით დაისვენებენ და შესაბამისად, სარეიტინგო ცვლილებები 25 თებერვლის რეიტინგზე აისახება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 11 თებერვლისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    90,08
2    (2). სამხრეთ აფრიკა    86,94
3    (3). ავსტრალია    86,87
4    (4). ინგლისი    84,94
5    (5). საფრანგეთი    81,56
6    (6). ირლანდია    80,29
7    (10). უელსი    79,19
8    (7). სამოა    78,71
9    (8). არგენტინა    78,71
10    (12). შოტლანდია    77,18
11    (9). იტალია    76,47
12    (11). ტონგა    76,10
13    (13). ფიჯი    71,52
14    (14). კანადა    71,41
15    (15). იაპონია    70,09
16    (16). აშშ    68,32
17    (17). საქართველო    66,59
18    (18). რუმინეთი    63,79
19    (20). ესპანეთი    62,28
20    (19). რუსეთი    61,73
21    (21). ბელგია    59,63
22    (22). ურუგვაი    59,37
23    (23). პორტუგალია    58,58
24    (24). ნამიბია    58,45
25    (25). ჩილე    57,02
26    (26). პოლონეთი    56,91
27    (27). კორეა    56,72
28    (28). ჰონკონგი    55,69
29    (29). გერმანია    54,52
30    (30). უკრაინა        53,80
31    (31). ზიმბაბვე        52,57
32    (32). მაროკო        52,35
33    (33). ბრაზილია    52,18
34    ...

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099093