ამბები

21:36 | 2.03.2013 | ნანახია 1119 - ჯერ

ჰეიგმა ესპანეთისთვის დათუნაშვილი დაიმატა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 9 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გაფრთოებული, 27 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
იმ 26 მორაგბეს, რომელსაც ზელანდიელი სპეციალისტი რუსეთის წინააღმდეგ თამაშისთვის ამზადებდა, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი დაემატა, რომელიც საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pრო D2-ის “ორიაკში” რეგულარულად თამაშობს და ბრწყინვალე ფორმაშია. გამოძახებულნი არ არიან ტრავმირებული დავით ხინჩაგიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და საუკეთესო ფორმაში ჯერ ვერ შევიდა.
შაბათ-კვირას, საქართველოსა და ევროპაში მორიგი ტურის თამაშები გაიმართება და იმედია, ჰეიგის რაზმში ეს იძულებით ცვლილებებს არ გამოიწვევს. “ბორჯღალოსნები” ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეოთხე რაუნდის შეხვედრას 9 მარტს, “მიხეილ მესხზე” 15 საათზე გამართავს. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, წლევანდელი ერთა თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის დასკვნით შეხვედრას, ქართველი მორაგბეები ბუქარესტში 16 მარტს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება:
ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი);
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 მარტი

საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი

 

1 საქართველო 3 3 0 0 65-34 12
2 რუმინეთი 3 3 0 0 73-42 12
3 პორტუგალია 3 1 0 2 43-56 5
4 ბელგია 3 0 1 2 46-56 4
5 რუსეთი  3 1 0 2 36-61 4
6 ესპანეთი   3 0 1 2 45-59 3



16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119586