ამბები

14:19 | 25.02.2016 | ნანახია 1250 - ჯერ

რუსეთში კორუფციაზე ალაპარაკდნენ

ევროპის საკლუბო ტურნირების ორგანიზატორების გადაწყვეტილება, რომლითაც კრასნოიარსკის „ენისეის“ ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე „ბრივთან“ და „ნიუკასლთან“ გამარჯვება დაუფასა, რუსულ რაგბიში დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირვანდელი ვერსიით, აპრილში 2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის პლეიო ოფში 2015 წლის რუსეთის ჩემპიონს, კრასნოიარსკის კიდევ ერთ კლუბ „კრასნი იარს“ უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა რუსეთის რაგბის კავშირში წერილი მივიდა, რომლის თანახმადაც იტალიურ „როვიგოსთან“ თამაშის პატივი „ენისეის“ ერგო და შესაბამისად, ჩელენჯ ქაფზე მოხვედრის შანსიც ამ გუნდს გაუჩნდა. „კრასნი იარს“ კი, სანაცვლოდ 2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვას დაპირდნენ, რამაც კლუბის პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია.

სერგეი ჩუპროვის რეაქცა უკიდურესად ხისტი იყო და ასეთი გადაწყვეტილება ალექსანდრ პერვუხინის კორუფციულ ხრიკებს დაუკავშირა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციაში გავასაჩივრეთ. ჩვენ აქ კორუფციულ ნიშნებს ვხედავთ. ალექსანდრ პერვუხინი გვიმტკიცებდა, რომ „ენისეის“ ჩელენჯ ქაფზე თამაშის პრეტენზია არ ექნებოდა და მხარს გვიჭერდა, თუმცა, როგორც ჩანს, ზურგს უკან ფეხს გვიდებდა. ვინ უნდა დაიჯეროს, რომ „ბრივისა“ და „ნიუკასლის“ მეორე-მესამე შემადგენლობების დამარცხება დიდი შედეგია?! „ენისეის“ არავითარი წარმატება არ ჰქონია და სპორტული პრინციპით, მათ ნაცვლად ჩვენ უნდა ვითამაშოთ“ - ამბობს ჩუპროვი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:29 | 25.02.2016
BEERTRANCE (1073)

არადა ამ ღორების მაგივრად ჩვენი კლუბი უნდა ჩელეჯზე

15:21 | 25.02.2016
Paata Chania (16)

შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?notif_t=page_fan

0.099037