ამბები

16:03 | 9.03.2013 | ნანახია 927 - ჯერ

საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეოთხე რაუნდში, ესპანეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ 30:6 ამარცხებს. საწყისი წუთები რთული გამოდგა. მეტოქემ ორჯერ მოახერხა ჯარიმით დაწინაურება, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა ორი ჯარიმითვე აღადგინა წონასწორობა. ტაიმის მეორე ნახევარში ქართველებმა უპირატესობა ხელთ სრულად იგდეს და მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს. ლელოები დიმიტრი ბასილაიამ, მერაბ შარიქაძემ და ლაშა ხმალაძემ მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებს 1 ლელო დარჩა იმისთვის, რომ გამარჯვებისთვის განკუთვნილი 4 ქულის გარდა, კიდევ ერთი პრემიალური ქულა მიითვალოს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081099