ამბები

17:00 | 9.03.2013 | ნანახია 864 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 61:18 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, პრემიალური ქულისათვის განკუთვნილ 4 ლელოზე მეტიც გაიტანეს და საქართველოს ნაკრებმა საერთო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს სათავეში ჩაუდგა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მომავალი შეხვედრა 16 მარტს რუმინეთის ნაკრებთან ელის.

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.418059