ამბები

19:56 | 11.03.2013 | ნანახია 831 - ჯერ

ამერიკას ბუქარესტიდან უნდა გადავასწროთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, “მიხეილ მესხზე” ესპანეთის 61:18 ძლევით რეიტინგს 0,1 ქულა შემატა და ჯამში 67,51 ქულით მე-17 ადგილზე რჩება. მომავალ შაბათს “ბორჯღალოსნებს” რუმინეთში რომ ელით თამაში, მის შედეგზე “ერთა თასის” გარდა სარეიტინგო ბედიც კიდია.
მცირედი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, რეიტინგში 1,146 ქულა დაგვემატება და ამერიკას მე-16 პოზიციიდან ჩამოვანაცვლებთ. თუ გამარჯვებას 15-ზე მეტი ქულით მოვიპოვებთ, მაშინ ნამატი 1,719 ქულას შეადგენს. ფრე მხოლოდ 0,146 ქულას მოგვიტანს და კვლავაც მე-17 საფეხურზე დავრჩებით. მარცხის შემთხვევაში რუმინეთი 0,854 ქულას მიიღებს, ჩვენ ამდენივეს დავკარგავთ და “ვლახები” ერთი საფეხურით ჩაგვაცოცებენ. თუ მეტოქე 15-ზე მეტი ქულის სხვაობით გვაჯობებს, მაშინ სარეიტინგო ცვლილებები 1,281 ქულა იქნება.
რუმინელებმა ბრიუსელში ბელგია 32:14 რომ დაამარცხეს, რეტინგში 1-ზე მეტი ქულა მიიღეს და ჩვენ მოგვიახლოვდნენ, ბელგიამ კი, ერთი ადგილით უკან დაიწია. ლისაბონში 31:23 მოგებამ ერთი საფეხურით დააწინაურა რუსეთის ნაკრები და ის ამჟამად მე-19 პოზიციაზეა.
ცვლილებები გამოიწვია ექვსი ერის თამაშებმაც. უელსმა შოტლანდიის 28:18 ძლევით 1,04 ქულა მიიღო და საფრანგეთს პოზიცია გაუცვალა. “დრაკონები” ახლა მე-5 ადგილზე არიან, არადა, ირლანდიაში 13:13 ფრემ ფრანგებს რეიტინგში 0,11 ქულა შემატა, მაგრამ ზედიზედ ოთხმა მოუგებელმა თამაშმა, მათ თებერვლიდან ორი ადგილი დააკარგინა. იტალიის 18:11 ძლევით რეიტინგს ვერაფერი შემატა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეიტინგლიდერმა ინგლისმა, რომელსაც მესამე ადგილზე გადასვლის შანსი არც დასკვნით ტურში უელსის ძლევით მიეცა, უბრალოდ, მასსა და ავსტრალიას შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 11 მარტისთვის


1    (1). ახალი ზელანდია    90,08
2    (2). სამხრეთ აფრიკა    86,94
3    (3). ავსტრალია    86,87
4    (4). ინგლისი    85,30
5    (6). უელსი    81,78
6    (5). საფრანგეთი    81,31
7    (7). ირლანდია    79,17
8    (8). სამოა    78,71
9    (9). არგენტინა    78,71
10    (10). შოტლანდია    77,15
11    (11). ტონგა    76,10
12    (12). იტალია    74,93
13    (13). ფიჯი    71,52
14    (14). კანადა    71,41
15    (15). იაპონია    70,09
16    (16). აშშ    68,32
17    (17). საქართველო    67,51
18    (18). რუმინეთი    65,97
19    (20). რუსეთი    62,07
20    (19). ესპანეთი    61,02
21    (22). ურუგვაი    59,37
22    (24). ნამიბია    58,45
23    (21). პორტუგალია    58,24
24    (23). ბელგია    57,79
25    (25). ჩილე    57,02
26    (26). პოლონეთი    56,91
27    (27). კორეა    56,72
28    (28). ჰონკონგი    55,69
29    (29). გერმანია    55,44
30    (30). უკრაინა        53,80
31    (31). ზიმბაბვე        52,57
32    (32). მაროკო        52,35
33    (33). ბრაზილია    52,18
34    ...



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094761