საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან 16 მარტს ბუქარესტში გასამართი თამაშისთვის წინა-სამატჩო შეკრება დაიწყო. “ბორჯღალოსნები” პრინციპულ მეტოქესთან მომავალი შეხვედრისთვის მზადებას აქტიურად შეუდგნენ. ამ ეტაპზე ნაკრებში ერთადერთი ცვლილებაა – გუნდს ფრანგული “ტულუზას” პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე დაემატა.
საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს, 14 მარტს, 11:30 საათიდან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ჩაატარებს და მასზე მედიასაშუალებებისათვის ფოტო და ვიდეო გადაღება მხოლოდ პირველი 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, რუმინეთის და საქართველოს მომავალი მატჩი ბუქარესტში 16 მარტს შედგება და მასში გამარჯვებული “ერთა თასის” პირველი წრის ჩემპიონის ტიტულს მიიღებს, ამასთან, “ანთიმოზ ივერიელის თასის” მფლობელიც გახდება.
საქართველოს ნაკრები სარუმინეთოდ ასეთი შემადგენლობით ემზადება.
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია