საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრა, რომელიც გრიპის ვირუსის გამო გადაიდო დღეს “ანგისაზე” გაიმართა და მისი შედეგის მიხედვით ბათუმის “ბათუმმა” პლეი ოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა, რუსთავის “ხარებს” კი, მიზნად გასავარდნი პლეი ოფიდან თავის დაღწევაღა შერჩა.
რუსთაველები მხოლოდ პირველ ტაიმში ებრძოლნენ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს და შესვენებაზე 6-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 6:12, მაგრამ მერე მასპინძლებმა იმძლავრეს და 31:6 იმარჯვეს. ამასთან, ზღვისპირელებმა პრემიალური ქულაც აიღეს და თეორიულად “ლოკომოტივის” ექვსეულიდან ჩამოჩოჩების შანსიც შეინარჩუნეს. თუ “ბათუმი” მომდევნო ტურში აუტსაიდერ “ყოჩებთანაც” 5 ქულას აიღებს და “ლოკომოტივი” არმაზს” ვერ აჯობებს, დასკვნით 3 ტურში სიტუცია უკიდურესად დაიძაბება და ქართულ სტადიონებზეც დიდი ბრძოლები გაჩაღდება.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XV რაუნდი
14 მარტი. ხუთშაბათი
ბათუმი. ანგისა
ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) 31:6 (12:6)
1 | ლელო |
15 | 13 | 0 | 2 | 438-212 | 61 |
2 | არმია | 15 | 13 | 0 | 2 | 380-228 | 60 |
3 | აია |
15 | 10 | 2 | 3 | 399-225 |
50 |
4 | არმაზი |
15 | 10 | 0 | 5 | 287-257 |
42 |
5 | ჯიქები |
15 | 8 | 0 | 7 | 304-243 |
40 |
6 | ლოკომოტივი | 15 | 5 | 2 | 8 | 307-307 | 30 |
7 | ბათუმი | 15 | 5 | 0 | 10 | 268-341 | 24 |
8 | ხარები | 15 | 4 | 0 | 11 | 215-339 |
21 |
9 | აკადემია | 15 | 4 | 0 | 11 | 156-396 |
18 |
10 | ყოჩები |
15 | 1 | 0 | 14 | 216-419 |
7 |
მომდევნო ტური. 23-24 მარტი
არმია - აკადემია, აია - ხარები, ბათუმი - ყოჩები, არმაზი - ლოკომოტივი, ჯიქები - ლელო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია