შაბათს საღამოს, თბილისის დროით 17 საათზე, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაიწყება თამაში, რომელმაც 2013 წლის ერთა თასის გამარჯვებულთან ერთად იმ გუნდის ვინაობაც უნდა განსაზღვროს, რომელსაც 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე პრაქტიკულად ნახევარი ნაბიჯიღა ექნება გადასადგმელი.
ტრადიციული მეტოქეები - საქართველო და რუმინეთი, აგერ მე-15 წელია ერთმანეთთან არკვევენ ვინაა უძლიერესი აღმოსავლეთ ევროპაში უძლიერესი და ამჯერად მე-17-ედ წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ. აქამდე გამართული 16 მატჩიდან, ორივე გუნდის ანგარიშზე 8-8 გამარჯვებაა და ხვალ თუ მატჩი ფრედ არ დასრულდება, ერთ-ერთი დაწინაურდება, მაგრამ ჩვენ ის უნდა ავღნიშნოთ, რომ “მუხები” უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სამჯერ დავამარცხეთ და მეტოქესთან გათანაბრებაც ამის ხარჯზე მოვახერხეთ.
წლევანდელი ჯახი განსაკუთრებულია. შარშანწინ ახალ ზელანდიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” შარშან ბუქარესტშიც იმარჯვეს და ერთა თასთან ერთად საზიარო “ანთიმოზ ივერიელის თასიც” მოიპოვეს, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება და რომელშიც ქართველები 6:5 დაწინაურდნენ. ამასთან, წელს ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი გამარჯვება რომ მოიპოვეს და თითო-თითო პრემიალური ქულა ჩაიწერეს, სატურნირო ცხრილს 17-17 ქულით ლიდერობენ არაოფიცალური ფინალი ერთა თასზეც იმართება. “ბორჯღალოსნები” მეტოქეს გატანილ-გაშვებული ქულებით სჯობნიან და ფრე მათ აძლევთ ხელთ, მაგრამ აქამდე გამართულ 16 ჯახში ფრე ერთხელაც არ დაფიქსირებულა.
რუმინელებმა წელს არეული შიდა სამზარეულო რომ დაალაგეს, საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბეს, რაც მათ შედეგებზეც აისახა და ახლა ქართველთა ძლევას ძალისმიერ სტილში გეგმავებნ, თუმცა, ეს ილეთი არც ჩვენებს დავიწყებით და მილტონ ჰეიგის ნაქადაგარი გაშლილი თამაშით უპირატესობაც უნდა მიოპოვონ. ამასთან, ზელანდიელის მცდელობა რამდენად წარმატებულია სწორედ ახლა, ღირსეულ მეტოქესთან გამოჩნდება.
რუმინელებს ქართველთა მასპინძლობა კლუჟში სურდათ, მაგრამ ქართული მხარისგან ზედმეტად გადატვირთული მგზავრობის გამო უარი მიიღეს და თამაშიც თბილისის დროით 17 საათზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბუქარესტის “ტრიუმფალურ თაღზე” დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი არხით იგეგმება და მას უელსელი მსაჯები მოემსახურებიან.
ჰეიგმა მნიშვნელოვანი ჯახისთვის ტრავმამოშუშებული “ტულუზას” კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე რომ გამოიძახა, მას ძირითად შემადგენლობაში მიუჩინა ადგილი, თუმცა, წინასწარ იყო გაცხადებული და ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით სხვა ცვლილებებიც მრავლად მოხდა. პირველ ხაზში მხოლოდ ვასილ კაკოვინმა შეინარჩუნა ადგილი, ხოლო დავით ქუბრიაშვილმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა და მისი ადგილი დავით ზირაქაშვილმა დაიკავა, რომელიც მე-40 ბორჯღალს მოიხვეჭს. მეორე ხაზში ახალგაზრდა კოტე მიქაუტაძეს გამოცდილი გიორგი ჩხაიძე შეუწყვილდა, რომელსაც გადატვირთული გრაფიკის გამო ესპანეთთან დასვენების საშუალება მიეცა, ხოლო “ლევანიე ლომგულმა” (როგორც მას საფრანგეთში ეძახიან) მარქაფაში გადაინაცვლა.
მესამე ხაზში ცვლილებები არ მომხდარა, 9 ნომრის პოზიციაზე კი, ესპანეთთან ირაკლი აბუსერიძემ უკანასკნელი ბორჯღალი რომ მოიპოვა, ძირითად შემადგენლობაში გიორგი ბეგაძე დაბრუნდა და შემცვლელად კვლავ ახალგაზრდა ვაჟა ხუციშვილი გამწესდა. 10-15 ნომრებზე ძველებურად ლაშა ხმალაძე და მერაბ კვირიკაშვილი გაირჯებიან, ფლანგებზე ირაკლი მაჩხანელი და თამაზ მჭედლიძე გამწესდნენ, ხოლო შუამარბას მერაბ შარიქაძეს კვლავ თედო ზიბზიბაძე შეუწყვილდა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და ესპანეთთან დავით კაჭარავამ ამის გამო შეცვალა.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტში დღეს (ხუთშაბათს) გაემგზავრა, ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ზეგ კი, “ბორჯღალოსნები” “მუხების” ზედიზედ მეოთხე ძლევას ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ზედიზედ ოთხი გამარჯვება ჯერ არცერთ გუნდს არ მოუპოვებია და იმედია, ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვევა.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
16 მარტი. შაბათი
ბუქარესტი. “ტრიუმფალური თაღი”. 17 საათი (თბილისის დროით)
რუმინეთი - საქართველო
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 14. ადრიან აპოსტოლი (“ფარული”, რუმინეთი), 13. რობერტ დესკალუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 12. ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 11. ადრიან მატეი (“ლიმოჟი”, საფრანგეთი), 10. იონუც დიმოფტე (“რუენი”, საფრანგეთი), 9. ფლორინ სურუჯიუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი); 1. მიჰაი ლაზარი (“კასტრი”, საფრანგეთი), 2. ანდრეი რადოი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 3. პაულიცა იონი (“ლონდონ უელში”, ინგლისი), 4. ვალი ურსაჩე (“უაიონა”, საფრანგეთი), 5. მარიუს სირბე (“ტარბი”, საფრანგეთი), 6. ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”, რუმინეთი), 7. მიჰაი მაკოვეი (“სენ-ნაზერი”, საფრანგეთი, კაპ.), 8. დანიელ კარპო (“ტიმიშოარა”, რუმინეთი).
სათადარიგოები: 16. ანდრეაი ურსაჩე (“კარკასონი”, საფრანგეთი), 17. ევგენ კაპატანა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 18. ჰორაციუ პუნგეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 19. ალინ კოსტე (“ბურგონი”, საფრანგეთი), 20. ალექსანდრ მიტუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი), 21. სიპრიან კაპლესკუ (“დინამო”, რუმინეთი), 22. ქსაბალ გალი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 23. იონუც ნიაკსუ (“ბაია მარე”, რუმინეთი).
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 20 ბორჯღალი, 15 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 62, 115, კაპ.), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 66, 85), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 12, 20), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 4, 10), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 68, 424), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 10, 0); 1. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 22, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 17, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 39, 35), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 63, 35), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 9, 0), 6. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 19, 10), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 50, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 27, 25).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 38, 20), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 1, 0), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 28, 10), 19. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 52, 15), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 32, 5), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 2, 0), 22. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 60, 65), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 6, 9).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
1 |
საქართველო |
4 |
4 |
0 |
0 |
126-52 |
17 |
2 |
რუმინეთი |
4 |
4 |
0 |
0 |
105-56 |
17 |
3 |
რუსეთი |
4 |
2 |
0 |
2 |
67-84 |
9 |
4 |
პორტუგალია |
4 |
1 |
0 |
3 |
66-87 |
5 |
5 |
ბელგია |
4 |
0 |
1 |
3 |
60-88 |
4 |
6 |
ესპანეთი |
4 |
0 |
1 |
3 |
63-120 |
3 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია