ამბები

19:21 | 16.03.2013 | ნანახია 1088 - ჯერ

ფრე “ბორჯღალოსნების” სასარგებლოდ

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ერთა თასის დასკვნით მატჩში მასპინძელთა გუნდთან ფრედ - 9:9 ითამაშა, რითაც ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა და რადგან სატურნირო ცხრილში დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობდა, 2013 წლის ერთა თასსაც დაეუფლა.

პირველი ტაიმის ფრედ - 6:6 დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარი “ბორჯღალოსნებმა” კარგად დაიწყეს და მერაბ კვირიკაშვილმა მესამე ჯარიმით დაგვაწინაურა, რაზეც რუმინელებმა მელევე ჯარიმით გვიპასუხეს. მერე ფლორიან ვლაიკუს ასპროცენტიანი ჯარიმა გაუცუდდა, ქართველებმა რუმინელთა იერიშები მოიგერიეს, დასკვნით 10 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარეს და რუმინელებთან გამართულ მე-17 ჯახში პირველი ფრე დაფიქსირდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081913