18 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში რაგბის კავშირის პრესკონფერენცია გაიმართა. რაგბის კავშირმა და კომპანია RMG GOLD-მა ხელი მოაწერეს სასპონსორო ხელშეკრულებას, რაც ითვალისწინებს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორობის გაგრძელებას. სასპონსორო პაკეტი იმოქმედებს 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე.
კონტრაქტზე ხელი მოაწერეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და კომპანია Rich metals group-ის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კალანდაძემ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და კომპანიას რაგბის კავშირის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
RMG Gold-ი რაგბის კავშირის სპონსორი 2004 წლიდან არის და იტოვებს პასუხისმგებლობას მომავალშიც გააგრძელოს სპორტის მხარდაჭერა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია