ამბები

17:37 | 18.03.2013 | ნანახია 901 - ჯერ

შვიდკაცა ჰონგ კონგში ოთხეულისთვის იბრძოლებს

2013 წლის 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, ჰონგ კონგში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული 7 კაცა რაგბის ტურნირი HSBC Hong Kong Sevens გაიმართება, რომელიც 1999 წლიდან იმართება და IRB-ის 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.

ძირითადი ტურნირის გარდა, რომელშიც მონაწილეობას 7-კაცა რაგბის უძლიერესი ნაკრებები მიიღებენ, აგრეთვე ითამაშებენ გუნდები, რომლებისთვისაც აღნიშნულ ტურნირს საკვალიფიკაციო მნიშვნელობა აქვს.

12 გუნდს შორის, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც, რომელიც ჰონგ კონგში 17 მარტს გაემგზავრა. შესარჩევი ციკლის ფარგლებში, ქართველი მორაგბეები მატჩებს  F ჯგუფში გამართავენ.

განრიგის მიხედვით, ჩვენი ნაკრები 22 მარტს, პარასკევს თბილისის დროით 12:22 საათზე იამაიკას შეხვდება, 15:22 საათზე კი – ბრაზილიას. “ბორჯღალოსნებს” პულში დასკვნით შეხვედრა შაბათს, 23 მარტს, თბილისის დროით 14:10 საათზე იაპონიასთან უწევთ.

დანარჩენ შესარჩევ ჯგუფებში გუნდები ასე არიან გადანაწილებულნი. E ჯგუფი: ტაივანი, ტონგა, ტუნისი, ურუგვაი. G ჯგუფი: კუკის კ-ბი, მექსიკა, რუსეთი, ზიმბაბვე. 

აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოთხეულში უნდა მოხვდეს, რათა წლეულს მაისშივე მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლონდონში გასამართ Marriott London Sevens-ზე მონაწილების უფლება მიეცეს. ლონდონის შვიდკაცაზე ბორჯღალოსნები IRB-ს მსოფლიო სერიის რეიტინგში ბოლო სამ ადგილზე მყოფ გუნდებს სერიაში ადგილის დამკვიდრების მიზნით შეებრძოლებიან და გამარჯვების შემთხვევაში, გაისად დუბაის, ლას ვეგასის და მსოფლიო სერიის სხვა პრესტიჟულ ტურნირებზე მიიღებენ მონაწილეობას.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ, რომელმაც გუნდში ეროვნული ნაკრების რამოდენიმე მორაგბეს უხმო, შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჰონგ კონგში საკმაოდ რთული ტურნირი გველის, რომელზეც საბრძოლო შემადგენლობით მივემგზავრებით. ეროვნული ნაკრებიდან ის “ბორჯღალოსნები” დაგვემატნენ, რომელთაც 7-კაცა რაგბის გამოცდილება აქვთ. 12 ნაკრებს შორის ადგილი მოწინავე ოთხეულში უნდა დავიკავოთ, რათა ლონდონის შვიდკაცაზე გავიდეთ, იქ კი IRB-ს მსოფლიო სერიის ბოლოადგილოსან გუნდებს საუკეთესო სამი ადგილისათვის შევებრძოლებით. ამ შემთხვევაში, IRB-ს 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოგვეცემა“.

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები მომავალ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

1. ვიტო კოლელიშვილი

2. ირაკლი მაჩხანელი

3. თედო ზიბზიბაძე

4. ლაშა ხმალაძე

5. ირაკლი ღვინჯილია

6. შავლეგ მახარაშვილი

7. გიორგი ფრუიძე

8. ალექსანდრე თოდუა

9. ზურა ძნელაძე

10. ლევან გოგოლაშვილი

11 გიორგი ჯიმშელაძე     


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084548