„მსოფლიო რაგბი“ იმ მოთამაშეებს, რომელთაც კარიერის განმავლობაში 3-4 ტვინის შერყევა აქვთ გადატანილი, სპორტული კარიერის დასრულების რეკომენდაციას აძლევს.
„ამ სფეროში საკმარისი ცოდნა დაგვიგროვდა და მზად ვართ რეკომენდაცია გავუწიოთ ყველა იმ მოთამაშეს, რომელთაც ტვინის შერყევა აქვთ გადატანილი. თავის ყველა შემდგომი დაზიანება სიტუაციას ართულებს. ასეთი ტრავმის შედეგები ყველა ჯერზე უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას ყველა მორაგბე თავად იღებს და ჩვენ ვერავის ვერაფერს მივუთითებთ, თუმცა, როგორც ექიმი, სპორტსმენებს, რომელთაც 3-4 ტვინის შერყევა აქვთ გადატანილი, კარიერის დასრულებაზე დაფიქრებას ვურჩევ. ეს ეხება ყველა დონეზე მოთამაშე სპორტსმენს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ ჯორჯ ნორტი კიდევ ერთ ტვინის შერყევას მიიღებს, მან კარიერა უნდა დაასრულოს“ - განაცხადა „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო კონსულტანტმა დოქტორ ბარი ოდრისკოლმა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჯორჯ ნორტმა სამი ტვინის შერყევა გადაიტანა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია