გუშინ, 17 მარტს, ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ მატჩი გამართა ინგლისის 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან. სპარინგ მატჩი, რომელიც ქალაქ ქოვენთრის სარაგბო კლუბ „ბროდ სთრითის“ მოედანზე გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 34 – 12 დასრულდა.
შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის თქმით: „თამაშის პირველი ნახევარი ქულა-ქულაში მიდიოდა და ორივე გუნდის მხრიდან საკმაოდ დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ჰქონდა ადგილი. 28-ე წუთისათვის შეხვედრას ვიგებდით ანგარიშით 5-7, მაგრამ ტაიმი 12-7 დასრულდა. მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ქართველ 18 წლამდელებს შედარებით უფრო გაუჭირდათ ფიზიკურად გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღდეგესთან თამაში და მეტწილად დაცვაში გვიწევდა ყოფნა“. ჩვენი გუნდიდან მეტოქის ჩათვლის მოედანში პირველი ლელო თორნიკე ბუბუტეიშვილმა დაამიწა, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში კი, ბიჭებმა მოლით კოლექტიურად შეიტანეს ბურთი მეტოქის ლელოში".
„ცხადია, რომ ალბათ ყველა იმედგაცრუებულია თამაშის შედეგის გამო, მაგრამ ჩემი აზრით მოთამაშეები უნდა ამაყოფდნენ თავიანთი თამაშით და მცდელობით, ვინაიდან ბიჭებმა მაღალი კლასის რაგბის თამაში შეძლეს. ეს მატჩი კიდევ ერთ ღირებულ ნაბიჯს წარმოადგენს ქართული რაგბის მომავალი თაობის განვითარების გრძელ გზაზე. ინგლისელ იუნიორებთან თამაშმა გვასწავლა, რომ თანამედროვე რაგბში მცირედი შეცდომაც კი მყისიერად ისჯება. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა მოთამაშემ თავდაუზოგავად ითამაშა. გასნაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ჩვენი ბიჭების დაცვაში ინდივიდუალურ და კოლექტიურ ბოჭვებს.
თამაშის შემდეგ ვესაუბრე ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა შტაბს, რომლებმაც ცალსახად აღნიშნეს, რომ შარშანდელთან შედარებით, ქართველმა ჭაბუკებმა ბევრად გააუმჯობესეს თამაში. მათი აზრით დაინგრა მითი იმის შესახებ, რომ ქართველი მორაგბეები მხოლოდ შერკინების ხარჯზე გადიან ფონს, ვინაიდან, გუნდმა მოწინააღმდეგისათვის ყველა პოზიციიდან შეძლო საფრთხის შექმნა. ჩვენი თამაშის სტილით, ისინი იმდენად მოიხიბლნენ, რომ გამოთქვეს ჩვენ ორ გუნდებს შორის შეხვედრებს ყოველწლიური სახე მისცენ“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერმა, დონ კასკიმ.
მიუხედავათ წაგებული ტესტ-მატჩისა, უმცროსი ბორჯღალოსნები მხნედ არიან და მოუთბენლად ელიან 22 მარტს, როდესაც გრენობლში, ევროპის ჩემპიონატზე თავიანთ პირველ შეხევდრას გამართავენ ირლანდიის 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია