საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, მიმდინარე წლის 12 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდე მორაგბეთა გუნდი (England Counties XV Team) ესტუმრება 15 და 18 მაისს, საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან ორ სპარინგ-მატჩს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ეს ქართული და ინგლისური მხარეების თანამშრომლობის პირველი მაგალითი არ არის. სულ ცოტა ხანის წინ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ნისლიან ალბიონს სტუმრობდა და ორი ტესტ-მატჩიც ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია