ამბები

17:36 | 22.03.2013 | ნანახია 1166 - ჯერ

საქართველოს ახლებური ხედვა

 

მას შემდეგ, რაც ევროპის ექვსი ერი და ერთა თასი დასრულდა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურმა ვებგვერდმა განვლილი ორი თვე შეაჯამა და თბილი სიტყვები არც საქართველოს ნაკრების მიმართ დაიშურა.

დასკვნით ტურში ბუქარესტში რუმინეთთან ფრედ, 9:9 დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” 2013 წლის ერთა თასი და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ განსაკუთრებული მოწონება მილტონ ჰეიგის შეგირდების მიერ ესპანეთის 61:18 განადგურებამ გამოიწვია. სპეციალისტები ჩვენ გუნდს იტალიის იმ ნაკრებს ადარებენ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაწყებული სვლა წლეულს საფრანგეთისა და ირლანდიის ძლევით დაასრულა.

“საქართველოს ნეკრებში საფრანგეთში გამობრძმედილი, ძლიერი ბიჭები თამაშობენ. ისინი ახლა სწორედ იმ გზაზე არიან, რომელზეც რამდენიმე წლის წინ იტალიის ნაკრები იდგა. მათ სურთ საკუთარი თამაშის გამრავალფეროვნება. ქართველებს ბუნებრივად აქვთ იმის ნიჭი, რომ დიდი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს გაუტოლდნენ. ახლა აუცილებელია მაღალ ტემპთან შეჩვევა და გაშლილი თამაშის სათანადოდ ათვისება, რასაც ცდილობენ კიდეც.

საქართველოს ნაკრებმა 2003 წელს დაგვანახა, რომ ფიზიკურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და თუ მათ ძალისმიერ თამაშში აყევი და პანიკაში ჩავარდი, კარგი არაფერი გელოდება. ეს ყველაზე კარგად საკუთარ თავზე ირლანდიის ნაკრებმა გამოცადა 2007 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ძლიერ გაუმართლათ გამარჯვების მიღწევა რომ მოახერხეს. შორს არ უნდა იყოს ის დროს, როდესაც ქართველები “დიდ სკალპებზე” ინადირებენ”.

 

 

თეგებიIRB

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111238