საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში, ირლანდიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხვაობით მარცხდება.
მეოთხედფინალური შეხდევრა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მძიმედ დაიწყეს და ჯერ ლელო, მერე კი ჯარიმა გაუშვეს. საწყისი 12-15 წუთის შემდეგ ილია მაისურაძის შეგირდები დალაგდნენ და მე-19 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 26-ე წუთზე ირლანდიამ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, რაზეც 1 წუთში ქართველებმაც ჯარიმით უპასუხეს, 30-ე წუთზე კი, ჯარიმითვე დაწინაურდნენ - 13:11. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში უპირატესობა “ბორჯღალოსნების” მხარეს იყო, ირლანდიელებმა ზედ შესვენების წინ ჯარიმის გატანა მოახერხეს და ტაიმი 14:13 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია