ფიჯის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა მსოფლიო სერიის მე-6, ჰონკონგის ეტაპის ფინალურ მატჩში სასწაული მოახდინა და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.
უელსთან გამართული გადამწყვეტი შეხვედრის პირველი ტაიმი, ევროპელებმა 19:0 მოიგეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესვენებამდე, მოედანზე ოსეა კოლინისაუ გამოჩნდა, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მან დასკვნით 10 წუთში 3 ლელო მიითვალა, ერთიც სამისონი ვირივირიმ წააშველა და დრამატულ ჯახში კუნძულელებმა 26:19 იმარჯვეს.
ჰონკონგის ეტაპი მეორეა მიმდინარე სეზონში, რომელიც ფიჯელებმა მოიგეს, მაგრამ არასტაბილური თამაშის გამო, ისინი მეოთხედან მხოლოდ მეორე ადგილზე დაბრუნდნენ, არადა, წლეულს უკვე ჩატარებული 6 ეტაპიდან 2 აქამდე არცერთ გუნდს მოუგია.
საერთო ჩათვლაში ლიდერობას ახალი ზელანდია ინარჩუნებს და მდევარსაც მნიშვნელოვნად უსწრებს. ეს იმიტომ, რომ “ოლ ბლექსი”, რომელმაც წლეულს მხოლოდ ერთხელ იპირველა, სტაბილურად ასპარეზობს და ახლაც მე-3 ადგილი დაიკავა. დასკვნით მატჩში “ოლ ბლექსმა” კენიელებს დამაჯერებლად აჯობა. აფრიკელები დიდ რაგბს ვერ თამაშობენ, მაგრამ 7-კაცაში ყოჩაღად გამოიყურებიან და მუდამ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან.
მთლიანობაში, ჰონკონგში მრავლად დაფიქსირდა სენსაციური ანგარიშები. უელსს ჯგუფურ ეტაპზე გატანილ-გაშვებული ბურთების უარყოფითი ბალანსი დაუგროვდა, თანაც -21, მაგრამ პირველი ადგილი მაინც დაიკავა. პორტუგალიამ ერთა თასი რომ მოილია, მთელი გულისყური 7-კაცას მიაპყრო და სამოასა და ინგლისის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ქართველთათვის ფეხბედნიერი ჰონკონგის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ზიმბაბვეს ნაკრები გახდა, რომელმაც ტონგას 22:19 ძლია.
სერიის VII ეტაპი ჰონკონგის მეზობელ იაპონიაში მარტის ბოლოს (30-31) გაიმართება.
2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
VI ეტაპი (IX ეტაპად). ჰონკონგი. 22-24 მარტი
A ჯგუფი
უელსი - ავსტრალია 19:14
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 0:21
უელსი - არგენტინა 19:14
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 12:21
არგენტინა - ავსტრალია 5:12
სამხრეთ აფრიკა - უელსი 31:0
1 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 38-59 | 7 |
2 | ავსტრალია | 3 | 2 | 0 | 1 | 47-36 | 7 |
3 | არგენტინა | 3 | 1 | 0 | 2 | 40-31 |
5 |
4 | სამხრეთ აფრიკა | 3 | 1 | 0 | 2 | 43-42 | 5 |
B ჯგუფი
აშშ - კენია 14:17
ახალი ზელანდია - საფრანგეთი 33:12
აშშ - საფრანგეთი 19:21
ახალი ზელანდია - კენია 31:7
საფრანგეთი - კენია 17:19
ახალი ზელანდია - აშშ 24:12
1 | ახალი ზელანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 88-31 | 9 |
2 | კენია |
3 | 2 | 0 | 1 | 43-62 | 7 |
3 | საფრანგეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 50-71 | 5 |
4 | აშშ | 3 | 0 | 0 | 3 | 45-62 | 3 |
C ჯგუფი
შოტლანდია - პორტუგალია 21:27
სამოა - ინგლისი 28:7
შოტლანდია - ინგლისი 14:5
სამოა - პორტუგალია 10:14
ინგლისი - პორტუგალია 22:7
სამოა - შოტლანდია 12:12
1 | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 48-53 | 7 |
2 | სამოა | 3 | 1 | 1 | 1 | 50-33 | 6 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 47-44 | 6 |
4 | ინგლისი | 3 | 1 | 0 | 2 | 34-49 | 5 |
D ჯგუფი
ფიჯი - ჰონკონგი 36:0
კანადა - ესპანეთი 31:7
ფიჯი - ესპანეთი 22:12
კანადა - ჰონკონგი 14:12
ესპანეთი - ჰონკონგი 28:14
კანადა - ფიჯი 5:26
1 | ფიჯი | 3 | 3 | 0 | 0 | 84-17 | 9 |
2 | კანადა | 3 | 2 | 0 | 1 | 50-45 | 7 |
3 | ესპანეთი |
3 | 1 | 0 | 2 | 47-67 | 5 |
4 | ჰონკონგი |
3 | 0 | 0 | 3 | 26-78 | 3 |
მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
არგენტინა - ჰონკონგი 5:7
შოტლანდია - აშშ 12:21
ესპანეთი - სამხრეთ აფრიკა 14:28
საფრანგეთი - ინგლისი 7:42
თასის მეოთხედფინალები
უელსი - კანადა 28:14
პორტუგალია - კენია 12:15
ფიჯი - ავსტრალია 29:5
ახალი ზელანდია - სამოა 21:14
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
არგენტინა - შოტლანდია 12:7
ესპანეთი - საფრანგეთი 0:28
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
ჰონკონგი - აშშ 20:12
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 14:26
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
კანადა - პორტუგალია 19:14
ავსტრალია - სამოა 5:12
თასის ნახევარფინალები
უელსი - კენია 19:0
ფიჯი - ახალი ზელანდია 33:14
XIII ადგილისთვის
არგენტინა - საფრანგეთი 14:19
IX ადგილისთვის
ჰონკონგი - ინგლისი 7:42
V ადგილისთვის
კანადა - სამოა 7:12
III ადგილისთვის
კენია - ახალი ზელანდია 5:36
ფინალი
უელსი - ფიჯი 19:26
საერთო ცხრილი 6 ეტაპის შემდეგ
- ახალი ზელანდია 113
- ფიჯი 88
- სამოა 84
- სამხრეთ აფრიკა 78
- კენია 72
- უელსი 63
- საფრანგეთი 62
- არგენტინა 55
- კანადა 51
- ინგლისი 50
- ავსტრალია 45
- შოტლანდია 34
- აშშ 33
- პორტუგალია 33
- ესპანეთი 24
- ჰონკონგი 7
- ტონგა 3
- ურუგვაი 2
- ზიმბაბვე 2
- რუსეთი 1
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია