დღეს, 29 მარტს საქართველოს რაგბის კავშირმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქართული სპორტის მუზეუმს ახალი ექსპონატები გადასცა - ეროპის ერთა თასი, ანთიმოზ ივერიელის თასი და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წლევანდელი სეზონის კვართი ნაკრების წევრთა ხელმოწერებით. ევროპის ერთა თასი ეძლევა ფირა აერის ევროპის ერთა თასის ტურნირის გამარჯვებულ ნაკრებს, ხოლო ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოსა და რუმინეთის სარაგბო ნაკრებების საზიარო ტროფის წარმოადგენს, რომელიც 2002 წლიდან ყოველწლიურად თამაშდება და გამარჯვებულს გადაეცემა.
ექსპონატები მუზეუმს ბორჯღალოსნებმა - ირაკლი მაჩხანელმა (ნაკრების კაპიტანი) და ლაშა ხმალაძემ გადასცეს.
ვინაიდან და რადგანაც, ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი გარდამავალ ჯილდოებს წარმოადგენს, ექსპონატები მუზეუომში გამოიფინება ევროპის ერთა თასის 2014 წლის სეზონის გათამაშების ბოლო მატჩამდე, რომელშიც 2014 წლის 15 მარტს თბილისში ერთმანეთს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ხოლო საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, თასები კვლავ მუზეუმს დაუბრუნდება.
სრულიად ქართული სარაგბო თემი მოხარულია აღნიშნული ფაქტით, ვინაიდან ამიერიდან, ქართული რაგბის ყველა ქომაგს სპორტის მუზეუმში შეუძლია ნახოს ბორჯღალოსანთა მონაგარი. ჩვენ აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ ბორჯღალოსნები მომავალში არა-ერთხელ გაიმარჯვებენ, რათა აღნიშნული თასები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოიფინოს ქართული სპორტის მუზეუმში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია