ამბები

2:31 | 30.03.2013 | ნანახია 1336 - ჯერ

ელიტის ხუთეულში დასამკვიდრებლად: საქართველო vs უელსი

დღეს, ფრანგულ ალპებში, ქალაქ გრენობლიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, დაბა საჟანში გაიმართება ევროპის 2013 წლის 18-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მცირე ფინალი, რომელშიც დივიზიონის მე-5 ადგილისათვის ერთმანეთს საქართველოსა და უელსის მორაგბეთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი უკვე მეორე წელია რაც ექსპერიმენტული სისტემით ტარდება, რაც ელიტურ დივიზიონში (სადაც 6 ერის თასზე მოასპარეზე ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობენ) ფირა-აერის ეგიდით მოასპარეზე ორი საუკეთესო გუნდის დამატებას გულისხმობს.

ჩვენი მორაგბეები უკვე ზედიზედ მეორედ ხვდებიან ელიტურ დივიზიონში და ჯერჯერობით, მათ მონაგარს მე-6 ადგილი წარმოადგენს, რომელიც ყმაწვილმა “ბორჯღალოსმებმა” შარშან იტალიის ნაკრების დამარცხებით მოიპოვეს.

დღევანდელ მატჩში ქართველ 18-წლამდე მორაგბეებს მე-5 პოზიციის დაკავების შანსი ეძლევათ, რისთვისაც მათ უელსელ თანატოლებს უნდა სძლიონ. მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ტრანსლაციის ხილვა ვერ მოხერხდება.

ფირა-აერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაბა საჟანის სტადიონზე ტექნიკურად შეუძლებელია ტელე თუ ინტერნეტ სიგნალის გამართვა, რის გამოც, იტალიასთან გამართული ნახევარფინალური მატჩისაგან განსხვავებით, ქომაგები მატჩისთვის თვალყურის მიდევნებას მხოლოდ ტექსტური ლაივის მეშვეობით შესძლებენ. ტექსტური ლაივი იწარმოებს საქართველოს რაგბის კავშირის ფეიბუქის ოფიციალურ გვერდზე (https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion?fref=ts).

ჩვენი ბიჭები ითვალისწინებენ იმას, რომ მომავალი მატჩი მიმდინარე ჩემპიონატზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი ძალ-ღონის დაუშურებლად ემზადებიან უელსთან დასაპირისპირებლად, რათა დღევანდელ შეხვედრაში ძლიერ მოწინააღმდეგეს სძლიონ და კიდევ უფრო აწიონ ქართული რაგბის პრესტიჟი.

უმცროს “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე უელსელებს შემდეგ შემადგენლობას დაუპირისპირებს:

1. ბექა კაკაბაძე

2. გიორგი თორაძე

3. ზაურ ხარებავა

4. თორნიკე ზოიძე

5. როლანდ კვაჭაძე

6. თორნიკე ბუბუტეიშვილი

7. დავით პაპავაძე

8. ჟორა მღებრიშვილი

9. თეიმურაზ თუთბერიძე

10. რევაზ ჯინჭველაშვილი

11. დავით გულითაშვილი

12. თემურ ირემაძე

13. სანდრო ილურიძე

14. იოსებ კიკვაძე

15. ირაკლი სვანიძე

თადარიგი:

16. დავით ფხაკაძე

17. ბადრი ალხაზიშვილი

18. გუგა ხანთაძე

19. ბექა გორგაძე

20. ვასილ ლობჟანიძე

21. ბადრი ლიპარტელიანი

22. დევი დევსურაშვილი

23 დავით ლობჟანიძე

24 ბადრი დანგაძე

25 გიორგი ხვისტანი

26 ლევან გიკაშვილი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079147