ამბები

15:52 | 30.03.2013 | ნანახია 980 - ჯერ

18-წლამდელებმა ტაიმი დათმეს

 

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის V ადგილისთვის დასკვნით მატჩში, უელსთან პირველი ტაიმის შემდეგ 0:15 მარცხდება.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” შეხვედრა, ცოტა არ იყოს, არეულად დაიწყეს და დებიუტში ჯარიმა, მერე კი, ლელო გაუშვეს. 20 წუთის შემდეგ ქართველები დალაგდნენ და მეტოქის ნახევარზეც გადავიდნენ, მაგრამ ქულა ვერ აიღეს, მერე ლელო აქეთ გაუშვეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 0:15 დათმეს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შესვენებამდე ყვითელი ბარათი მიიღო თორნიკე ზოიძემ და მეორე ნახევრის დასაწყისში კაცნაკლულნი ვიქნებით.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის

30 მარტი. V ადგილისთვის

უელსი - საქართველო

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. იოსებ კიკვაძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით გულითაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თეიმურაზ თუთბერიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. გიორგი თორაძე, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ჟორა მღებრიშვილი.

სათადარიგოები: 16. დავით ფხაკაძე, 17. ბადრი ალხაზიშვილი, 18. გუგა ხანთაძე, 19. ბექა გორგაძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. დევი დევსურაშვილი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ბადრი დანგაძე, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088945