ამბები

16:03 | 31.03.2013 | ნანახია 1066 - ჯერ

წლის პირველი დასავლური

გუშინ საჩხერის ცენტრალურმა სტადიონმა 1999-2000 წლებში დაბადებულ ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა. ადგილობრივებთან ერთად აქ თავი მოიყარეს ქუთაისელმა, ჭიათურელმა, ზესტაფონელმა, ფოთელმა, ბათუმელმა, ქობულეთელმა, ოზურგეთელმა, ლანჩხუთელმა, თერჯოლელმა, ბაღდათელმა, წყალტუბოელმა ოვალური ბურთის ნორჩმა ოსტატებმა. 24 მონაწილეს შორის იყო ქუთაისელ გოგონათა გუნდიც.

6 აპრილს ანალოგიური ფესტივალი ქუთაისში ჩატარდება. მასში 2001-2002 წლებში დაბადებული ნორჩები მიიღებენ მონაწილეობას.

იუზა კაციტაძე საჩხერედან

ავტორის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.180462