ამბები

12:50 | 21.12.2014 | ნანახია 1672 - ჯერ

 “სეილ შარქსი” მეხუთემდე დაწინაურდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ჰუკერის, შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსმა” ინგლისის პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და მე-5 ადგილამდე დაწინაურდა.

მეათე ტურში “ზვიგენები” “ექსეტერს” მასპინძლობდნენ და ტაიმი 6:3 მოიგეს, მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში კი 6 ათასამდე გულშემატკივარი ორი ლელოთი გაახარეს. სტუმრებმა 71-ე წუთზე ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “სეილმაც” 18:11 იმარჯვა.

მამუკაშვილმა უელსელი მარკ ჯონსი 67-ე წუთზე შეცვალა. პრემიერლიგის მომდევნო ტურში “სეილი” 27 დეკემბერს უახლოეს მდევარ “ლესტერს” მასპინძლობს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080723