ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯების მიმართ უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია და სადამსჯელო სვლამაც არ დააყოვნა. თბილისის “თიბიეს უნივერსიტეტმა” ქუთაისის “აია” 15:8 რომ დაამარცხა, ამ მატჩის მსაჯობამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა და საქართველოს რაგბის კავშირმა მსაჯთა დასჯა გადაწყვიტა, რასაც ქმედებაც მალევე მოჰყვა:
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება თბილისის “თიბიეს”-სა და ქუთაისის “აია”-ს შორის 7 დეკემბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული მატჩის (2014-15 წლის უმაღლესი ლიგის XI ტური) მსაჯობასთან დაკავშირებით:
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის 2014 წლის 7 დეკემბრის წერილის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში თბილისის “თიბიეს”-სა და ქუთაისის “აია”-ს შორის გამართული მატჩის მსაჯობას.
ვბრძანებ
- გამოეცხადოს მსაჯთა კომიტეტის თავმჯდიმარეს დავით შუბითიძეს, მსაჯთა განვითარების მენეჯერს და მსაჯთა მწვრთნელს ლუკა კილასონიას საყვედური.
- მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადას (მთავარი მსაჯი საბა აბულაშვილი, თანამსაჯები გიორგი ტრაპაიძე და ნიკა ამაშუკელი) არ აუნაზღაურდეს კონკრეტული მატჩის ჰობორარი, ხოლო მატჩის მეთვალყურეს გოგი ჭიჭინაძეს დაექვითოს ჰონორარის 50%.
- მსაჯთა კოლეგიამ თბილისის “თიბიეს”-სა და ქუთაისის “აია”-ს შორის გამართული მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადას მატჩის ტენდენციურად და არაკვალიფიციურად ჩატარებისათვის (რამაც ზეგავლენა იქონია მატჩის რეზულტატზე) მიიღოს შესაბამისი დამსჯელი ზომები, რომელიც განსაზღვრულია მსაჯთა კოლეგიის დებულებით.
- მსაჯთა კომიტეტმა შეიმუშაოს შესაბამისი დებულება, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მატჩებზე შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მსაჯების დანიშვნის საკითხს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია