რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე იანვარში გასამართი ორი ტურიღა დარჩა და ქართველი ლეგიონერების ოთხ გუნდს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, ორმა კი, თეორიული შანსიც დაკარგა.
პირველ ჯგუფში 14 ქულით პირველ ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც ირლანდიურ “მანსტერს” შინაც 7 ქულით აჯობა - 26:19. ტრავმამოშუშებული ზირაქაშვილი მოედანს ახლახანს რომ დაუბრუნდა, შერკინებაში კლდესავით იდგა და პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა. ფრანგებს შეეძლოთ მეტოქე შინ უქულოდ გაებრუნებინათ, მაგრამ დასკვნით 5 წუთში 10 ქულა მიიღეს და ირლანდიელებს მეოთხედფინალზე ფიქრის საშუალება დაუტოვეს.
ამავე ჯგუფში ბოლო ადგილზეა შალვა მამუკაშვილის “სეილი”, რომელიც ორადორი პრემიალური ქულის ამარაა. ინგლისურ დერბიში “სეილს” “სარასენსმა” 28:15 აჯობა, ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იდგა და 71 წუთი ითამაშა.
მესამე ჯგუფს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” ლიდერობს, რომელმაც ერთი კვირის წინანდელი მარცხისთვის “ლესტერთან” სრულფასოვანი რევანში აიღო - 23:8. ჩილაჩავამ პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა, გორგოძე შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა, ხოლო მიქაუტაძე განაცხადში არ იყო. ტულონელებს დარჩენილ ორ მატჩში 6 ქულის აღება მართებთ და მათ პირველობაში ვეღარავინ შეეცილება.
მეოთხე ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზამ” შოტლანდიაში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “გლაზგო” (12:9), კონკურენტებთან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა და პირველობისთვის ერთი მოგებაც ჰყოფნის. ქართველმა ბურჯმა სქოთების წინააღმდეგ შეცვლაზე დასკვნითი 30 წუთი ითამაშა. ჯგუფის აუტსაიდერი, მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ინგლისში “ბათთან” ქართველი ბურჯის გარეშე 12:32 დამარცხდა. გალტიეს შეგირდებისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მარცხია.
მეხუთე ჯგუფში “რასინგ მეტრომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ოსპრეიზი” 18:14 დაამარცხა. მართალია მას ამ ეტაპზე “ნორთჰემპტონი” 1 ქულით უსწრებს, მაგრამ მომავალ ტურში “ბენეტონს” მასპინძლობს, პრემიალური ქულით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს და თუ 100 პროცენტით არ გაინაღდებს, პლეი ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი. 2014/2015 წლების სეზონი
IV ტური. 13-14 დეკემბერი
I ჯგუფი
სარასენსი (ინგლისი) - სეილი (ინგლისი) 28:15
კლერმონი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლნდია) 26:19
1 | კლერმონი | 4 | 3 | 0 | 1 | 100-61 | 14 |
2 | სარასენსი | 4 | 3 | 0 | 1 | 80-67 | 13 |
3 | მანსტერი | 4 | 2 | 0 | 2 | 69-71 | 10 |
4 | სეილი | 4 | 0 | 0 | 4 | 59-109 | 2 |
მომდევნო ტური. 17 იანვარი
სეილი - კლერმონი; სარასენსი - მანსტერი
II ჯგუფი
ლენსთერი (ირლანდია) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 14:13
უოსპსი (ინგლისი) - კასტრი (საფრანგეთი) 44:17
1 | ჰარლექუინსი | 4 | 3 | 0 | 1 | 85-57 | 13 |
2 | ლენსთერი | 4 | 3 | 0 | 1 | 78-73 | 13 |
3 | უოსპსი | 4 | 2 | 0 | 2 | 112-82 | 12 |
4 | კასტრი | 4 | 0 | 0 | 4 | 59-122 | 1 |
მომდევნო ტური. 17 იანვარი
ჰარლექუინსი - უოსპსი; ლენსთერი - კასტრი
III ჯგუფი
ტულონი (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 23:8
სკარლეტსი (უელსი) - ოლსტერი (ირლანდია) 22:13
1. | ტულონი | 4 | 3 | 0 | 1 | 95:64 | 13 | |
2. | სკარლეტსი | 4 | 2 | 0 | 2 | 64:68 | 8 | |
3. | ლესტერი | 4 | 2 | 0 | 2 | 61:77 | 8 | |
4. | ოლსტერი | 4 | 1 | 0 | 3 | 68:79 | 6 |
მომდევნო ტური. 17 იანვარი
ლესტერი - სკარლეტსი; ტულონი - ოლსტერი
IV ჯგუფი
ბათი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი) 32:12
გლაზგო (შოტლანდია) - ტულუზა (საფრანგეთი) 9:12
1. | ტულუზა | 4 | 4 | 0 | 0 | 82:62 | 16 | |
2. | გლაზგო | 4 | 2 | 0 | 2 | 72:54 | 10 | |
3. | ბათი | 4 | 2 | 0 | 2 | 91:75 | 10 | |
4. | მონპელიე | 4 | 0 | 0 | 4 | 53:107 | 2 |
მომდევნო ტური. 17 იანვარი
გლაზგო - მონპელიე; ტულუზა - ბათი
V ჯგუფი
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ბენეტონი (იტალია) 67:0
რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი) 18:14
1. | ნორთჰემპტომი | 4 | 3 | 0 | 1 | 150:41 | 15 | |
2. | რასინგ მეტრო | 4 | 3 | 1 | 0 | 83:54 | 14 | |
3. | ოსპრეიზი | 4 | 1 | 1 | 2 | 81:78 | 8 | |
4. | ბენეტონი | 4 | 0 | 0 | 4 | 32:173 | 0 |
მომდევნო ტური. 17 იანვარი
ოსპრეიზი - ნორთჰემპტონი; რასინგ მეტრო - ბენეტონი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია