ამბები

15:52 | 15.12.2014 | ნანახია 1903 - ჯერ

ასიეშვილის პირველი ევროპული და მეუნარგიას დებიუტი

“ბრივის” ქართველმა ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა ევროპის საკლუბო ტურნირებზე თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო საბა მეუნარგიას ირლანდიური “კონახტის” რიგებში დებიუტი ჰქონდა.

მეორე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” “კონახტს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა, 27:29 დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ პრემიალური ქულა ჩაიწერა, ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. ეს თამაში რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესო იყო, რადგან ირლანდიურ კლუბში პირველად ითამაშა ქართველმა მორაგბემ - 20 წლის ბურჯმა საბა მეუნარგიამ. ის მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 8 ქულას აგებდა, 2 წუთში ირლანდიელებმა ჯარიმა, ხოლო 77-ეზე ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ამავე ჯგუფში “ექსეტერთან” ინგლისში 17:41 დამარცხდა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა და 64-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. მე-2 ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე ფრანგულმა გუნდმა დაკარგა და ლიდერ “ექსეტერს” ახლა კონკურენციას მხოლოდ “კონახტი” უწევს, რომელიც იანვარში ინგლისელებს ირლანდიაში დაუხვდება და მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

მესამე და მეოთხე ჯგუფის ქართველ ლეგიონერებზე და მათ კლუბებზე წინა დღეებში ითქვა, ხოლო მეხუთე ჯგუფში გოდერძი შველიძის, კარლენ ასიეშვილისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივი” “ოიონაქსთან” 17:22 დამარცხდა, 4 მატჩში მხოლოდ მეორე პრემიალური ქულა მიითვალა და ბოლო ადგილზეა. შველიძე ისვენებდა, ფეიქრიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ასიეშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 7 წუთში ლელო გაიტანა. ეს მისი პირველი ლელოა ევროთასებზე და მესამე მიმდინარე სეზონში.

მას ჯერჯერობით ლელოები მხოლოდ ფრანგულ კლუბებთან გააქვს, რადგან მეტოქედ საერთაშორისო მატჩშიც ფრანგული კლუბი ჰყავდა. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩიც 17:22 დასრულდა. “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი იანვარში გაიმართება და ჯგუფიდან გასასვლელად რეალურად მხოლოდ “კონახტი” იბრძოლებს, ხოლო “სტად ფრანსე” და “ბორდო” მიზერული შანსის გამოყენებას ეცდებიან.

ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი

IV ტური. 11-14 დეკემბერი

I ჯგუფი

13 დეკემბერი

როვიგო (იტალია) - გრენობლი (საფრანგეთი) 17:20

ლონდონ აირიში (ინგლისი) - კარდიფი (უელსი) 34:23

1 ლონდონ აირიში 4 3 0 1 143-76 14
2 კარდიფი 4 3 0 1 117-80 14
3 გრენობილი 4 2 0 2 117-89 10
4 როვიგო 4 0 0 4 59-191 1

V ტური. 16 იანვარი

კარდიფი - როვიგო; ლონდონ აირიში - გრენობლი

II ჯგუფი

13 დეკემბერი

ექსეტერი (ინგლისი) - ლა როშელი (საფრანგეთი) 41:17

ბაიონი (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია) 27:29

1 ექსტერი 4 3 0 1 134-70 16
2 კონახტი 4 3 0 1 132-91 14
3 ბაიონი 4 1 0 3 89-120 5
4 ლა როშელი 4 1 0 3 64-138 4

V ტური. 16 იანვარი

ბაიონი - ლა როშელი; კონახტი - ექსეტერი

III ჯგუფი

11 დეკემბერი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ნიუკასლი (ინგლისი) 31:24

12 დეკემბერი

ნიუპორტი (უელსი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 69:17

1 ნიუპორტი 4 3 0 1 170-79 16
2 ნიუკასლი 4 3 0 1 127-99 15
3 სტად ფრანსე 4 2 0 2 89-101 10
4 ბუქარესტი 4 0 0 4 55-162 1

V ტური. 16 იანვარი

ნიუკასლი - ნიუპორტი; სტად ფრანსე - ბუქარესტი

IV ჯგუფი

12 დეკემბერი

ლიონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი) 37:28

14 დეკემბერი

ლონდონ უელში (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია) 6:24

1 ედინბურგი 4 4 0 0 89-49 16
2 ბორდო 4 2 0 2 130-101 11
3 ლიონი 4 2 0 2 111-108 10
4 ლონდონ უელში 4 0 0 4 57-129 0

V ტური. 16 იანვარი

ბორდო - ლონდონ უელში; ლიონი - ედინბურგი

V ჯგუფი

13 დეკემბერი

ძებრე (იტალია) - გლოსტერი (ინგლისი) 16:32

ოიონაქსი (საფრანგეთი) - ბრივი (საფრანგეთი) 22:17

1 გლოსტერი 4 4 0 0 147-41 19
2 ოიონაქსი 4 3 0 1 100-88 12
3 ძებრე 4 1 0 3 76-121 4
4 ბრივი 4 0 0 4 60-133 2

V ტური. 16 იანვარი

გლოსტერი - ოიონაქსი; ძებრე - ბრივი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.13275