ამბები

18:36 | 14.12.2014 | ნანახია 3184 - ჯერ

“ლოკომოტივის” პრემიალური მოგება

დედაქალაქურ დერბიში “ლოკომოტივმა” “არმაზს” ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა, მეორე ტურის გადადებულ მატჩში 27:9 მოგებით 5 ქულა მიითვალა და მე-8 ადგილიდან საპლეიოფო ექვსეულში აღზევდა.

თამაში “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დიდი ბრძოლა გაჩაღდა. თავი არცერთ გუნდს დაუზოგავს, მაგრამ გადამწყვეტი რკინიგზელთა მაღალი სათამაშო კლასი აღმოჩნდა. ამ გუნდებს მეორე წრის თამაშიც გადადებული აქვთ და თუ იქაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა, მაშინ “ლოკომოტივი” ექვსეულში დამკვიდრებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. “არმაზს” შანსის შესანარჩუნებლად ჯერ “ჯიქების” დამარცხება, ხოლო შემდეგ, დღევანდელი მარცხიდან საჭირო დასკვნების გამოტანა და განმეორებით შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირება მართებს.

ანგარიში ნომინალურმა სტუმრებმა გოდერძი ჭინჭარაულის საჯარიმოთი გახსნეს, რის შემდეგაც ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას “არმაზი” დაეუფლა და რევაზ ბროძელმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. მერე არმაზელებმა უპირატესობის მოპოვება არეკნით სცადეს, მაგრამ ბურთმა ძელებს შორის არ გაიარა, პასუხად კი, “ლოკომოტივმა” ცენტრში ხაზი გაჭრა, მერე კი იერიში გაშალა. გრძელი პასი გიორგი შკინინს მიუვიდა, მან მცველი ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა. ჭინჭარაულმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და რკინიგზელები 10:3 დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბროძელის ჯარიმით სხვაობა შემცირდა, თუმცა, “ლოკომოტივმა” მალევე ლელოთი უპასუხა. დერეფანს და მოლს მორკინალთა მიძალება მოყვა, შეტევის მარჯვენა ფლანგზე მეტობა შეიქმნა და გიორგი ბიწაძემ იერიში ლელოთი დაასრულა. საათის თავზე “არმაზმა” ჯარიმით ერთხელაც შეამცირა ჩამორჩენა (9:15), მაგრამ დასკვნითი 20 წუთი რკინიგზელების იყო. ბაჩო ჩხაიძის სინბინის შემდეგ “ლოკომოტივმა” ლელოზე თამაში ირჩია და ძალისმიერი შეტევა ბექა ბიწაძის ლელოთი დასრულდა. სულ ბოლოს შკინინმა დუბლი შეასრულა, ჭინჭარაულმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და 27:9 დაფიქსირდა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

14 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 9:27 (3:10)

არმაზი: 15. ბაჩო ჩხაიძე, 14. ვილი კაიფაჯიანი, 13. ირაკლი მაჩხანელი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. ლაშა სირაძე, 10. რევაზ ბროძელი, 9. ვასილ ლობჟანიძე (გიორგი მისრიაშვილი); 1. თორნიკე ჯიბლაძე (ირაკლი ბუკია), 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. შოთა კანდელაკი, 5. გიორგი ჭელიძე (ბესარიონ ბარბაქაძე), 6. ნიკა გიგაური, 7. ოთარ მინაშვილი (ირაკლი ცხადაძე), 8. გიორგი სოსელია.

3 ჯარიმა: ბროძელი

1 სინბინი: ჩხაიძე

ლოკომოტივი: 15. დიმა კანდელაკი, 14. გიორგი ბიწაძე, 13. სანდრო ქავთარაძე, 12. ზურა ძნელაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. შალვა დავითაშვილი; 1. აჩიკო ბეჟიაშვილი (დავით გასვიანი), 2. ლევან გენებაშვილი, 3. ომარ ბალიაშვილი (სოსო ბეკოშვილი), 4. გიორგი გეგია, 5. ირაკლი კვანთიძე (ფარნავაზ გასვიანი), 6. ლაშა ფოფხაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

4 ლელო: შკინინი (1, 4), გ. ბიწაძე, ბ. ბიწაძე

2 გარდასახვა: ჭინჭარაული

1 ჯარიმა: ჭინჭარაული

14/12

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ყოჩები ბოლნისი

11

10

1

0

2

0

0

259:136

+123

27/14

44

2

ლელო სარასენს თბილისი ^

11

6

2

3

1

1

0

209:151

+58

25/11

30

3

ბათუმი ბათუმი

11

6

1

4

2

2

0

205:175

+30

22/16

30

4

ხარები რუსთავი

10

5

2

3

1

1

0

171:141

+30

19/14

26

5

აია ქუთაისი

11

5

0

6

0

4

0

172:175

-3

20/13

24

6

ლოკომოტივი თბილისი

10

4

1

5

1

4

0

147:143

+4

14/13

23

7

ჯიქი თბილისი

10

4

1

5

1

1

0

138:147

-9

11/15

20

8

არმია თბილისი

10

4

0

6

0

3

0

136:184

-48

11/20

19

9

არმაზი თბილისი

9

3

0

6

0

2

0

146:183

-37

15/19

14

10

თიბიეს უნივერს თბილისი

11

1

0

10

0

3

0

150:298

-148

10/39

7

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

14/12 @ 16.00

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება

20-21 დეკემბერი. გადადებული

ჯიქები - არმაზი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.162858